მამუკა გონგაძე
მამუკა გონგაძე (დ. 21 ოქტომბერი, 1963, თბილისი, საქართველო) — ქართველი არქიტექტორი, მხატვარი, ჰერალდიკოსი. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლის 21 ივლისიდან.[1] საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო გერბის ავტორი.
მამუკა გონგაძე | |
---|---|
მამუკა გონგაძე | |
დაბადების თარიღი |
21 ოქტომბერი, 1963 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია |
საქმიანობა |
არქიტექტორი მხატვარი ჰერალდიკოსი |
ჯილდოები |
განათლება
რედაქტირებამამუკა გონგაძემ 1981-1987 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, სპეციალობით არქიტექტორი. სკოლის პერიოდს მან გაატარა თბილისის 48-ე საშუალო სკოლაში (1970-1980 წლები).
კარიერა
რედაქტირებამამუკა გონგაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეა (2021 წლიდან). ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში მისი საქმიანობა 2008 წელს დაიწყო, როდესაც დაინიშნა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და ამ პოზიციაზე 2021 წლამდე მუშაობდა. 2005-2008 წლებში ის იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.
გარდა ამისა, გონგაძე 1992-2000 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დიზაინის განყოფილების უფროსი იყო. 1995-2005 წლებში, ის ასევე იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სიმბოლოების დამდგენი კომისიის წევრი. კარიერის დასაწყისში, 1991-1992 წლებში, ის არქიტექტორად მუშაობდა „კურორტპროექტში“, ხოლო 1989-1991 წლებში - „თბილქალაქპროექტში“.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2022). [2]
გამოცემები და პუბლიკაციები
რედაქტირებამამუკა გონგაძის მიერ გამოცემული მონოგრაფიები მოიცავს: „ქართული ჯილდოები“ (2000) და „აფხაზეთის სიმბოლიკისათვის“[3] (2016). მისი ავტორობით ასევე გამოქვეყნებულია სტატიები, მათ შორის: „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ (2012) და „აფხაზეთის სიმბოლიკა“ (2013). 2011-2022 წლებში მამუკა გონგაძე ხელმძღვანელობდა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ყოველწლიური ჟურნალის „ჰეროლდის“ პროექტს.[4][5]
საზოგადოებრივი საქმიანობა
რედაქტირებამამუკა გონგაძე 2017 წლიდან არის ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი. მან ასევე დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ჰერალდიკის ასოციაცია“[6] და ხელმძღვანელობდა მას 1999-2004 წლებში. გარდა ამისა, 1999-2005 წლებში მუშაობდა დიზაინერად არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდია რე-ში“, ხოლო 1988-1993 წლებში დააფუძნა და ხელმძღვანელობდა დიზაინერთა კავშირის სტუდიას „ოშკი“. ის ასევე არის საქართველოს დიზაინერთა კავშირის წევრი 1988 წლიდან.
ნამუშევრები
რედაქტირება- საქართველოს სახელმწიფო გერბი - ავტორი (2004)
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი - ავტორი (2007)
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა - ავტორი (2005)
- საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები (1997-2005):
- ორდენები: „ოქროს საწმისის ორდენი“, „ეროვნული გმირის ორდენი“, „წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი“
- მედალი: „სამოქალაქო თავდადებისთვის“
- საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ემბლემები (1991-2008):
- თავდაცვის სამინისტრო
- შინაგან საქმეთა სამინისტრო
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
- უშიშროების სამსახური
- სასაზღვრო ძალები
- საბაჟო სამსახური
- საქართველოს მუნიციპალური სიმბოლოები: გერბი და დროშა (2005-2008):
- ქუთაისის გერბი, ქუთაისის დროშა, ფოთის გერბი, ფოთის დროშა, ამბროლაურის გერბი, ამბროლაურის დროშა, ონის გერბი, ონის დროშა, დმანისის გერბი, დმანისის დროშა, ბოლნისის გერბი, ბოლნისის დროშა, თეთრიწყაროს გერბი, თეთრიწყაროს დროშა, მარნეულის გერბი, მარნეულის დროშა, წალენჯიხის გერბი, წალენჯიხის დროშა, სამტრედიის გერბი, სამტრედიის დროშა
- საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტები (2006-2009):
- საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმები), ატრიბუტიკა და სამხედრო სიმბოლიკა (1992-2007):
- საქართველოს შეიარაღებული ძალები (1992, 1999, 2005)
- საქართველოს პოლიცია (1993, 1999, 2005, 2007)
- საქართველოს სასაზღვრო ძალები (2001)
- საბაჟო სამსახური (2002)
- ფინანსური პოლიცია (2000)
- საქართველოს სახელმწიფო სამხედრო-საბრძოლო დროშათა პაკეტი (1997, 2005, 2017)
- საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჯილდოები:
- ქართული ეროვნული ფულის ბანკნოტები (1991) (გამოფენილია ფულის მუზეუმში)
- ქართული ლარის ნიშანი (2006)
- საქართველოს სახელმწიფო დოკუმენტები:
- მართვის მოწმობა (2006)
- სატრანსპორტო საშუალების მოწმობა (2010)
- უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის მოწმობა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ მამუკა გონგაძე დაინიშნა, „ინტერპრესნიუსი“. 21 ივლისი, 2021.
- ↑ პრეზიდენტმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა გონგაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 1 სექტემბერი, 2022.
- ↑ აფხაზეთის სიმბოლიკისათვის. ციტირების თარიღი: 2024-11-07.
- ↑ ჟურნალ „ჰერალოდის“ ნომრები. ციტირების თარიღი: 2024-11-07.
- ↑ მამუკა გონგაძე
- ↑ საბჭოს შექმნის ისტორია. ციტირების თარიღი: 2024-11-07.
- ↑ საიუბილეო მონეტა – დიდგორი 900. ციტირების თარიღი: 2024-11-07.
- ↑ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ. ციტირების თარიღი: 2024-11-07.
- ↑ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №93. ციტირების თარიღი: 2024-11-07.