წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გერბი

(გადამისამართდა გვერდიდან წალენჯიხის გერბი)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გერბიწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან. მიღებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარმჭერები ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა
დევიზი წალენჯიხა

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარის ლაჟვარდის ველი წმინდა ანდრიას ვერცხლის ჯვრით გაყოფილია 4 ველად.

პირველ ნაწილზე — გამოსახულია ოქროს საწმისი. ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი. მცირე ფარის მეწამული ველი ვერცხლის სამი ტალღოვანი სარტყელით გაყოფილია ორ ველად. მცირე ფარის პირველ ველზე მოთავსებულია ოქროს გვირგვინი, მეორე ველზე ოქროს ციხე-სიმაგრე ღია კარიბჭით.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი — „წალენჯიხა“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება