წალენჯიხა
წალენჯიხა — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 222 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. ქალაქში არის ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
წალენჯიხა | |||||
![]() წალენჯიხის შესასვლელი | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||||
მუნიციპალიტეტი | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 42°36′42″ ჩ. გ. 42°04′14″ ა. გ. / 42.61167° ჩ. გ. 42.07056° ა. გ. | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1964 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 222 მ | ||||
მოსახლეობა | 3847[1] კაცი (2014) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +995 416[2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 5200[3] | ||||
ოფიციალური საიტი | tsalenjikha.ge | ||||
| |||||
ეტიმოლოგიარედაქტირება
აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას უდავოდ მიაჩნია, რომ „წენი“ ანუ „წანი“ იყო ერთ-ერთი ტომთაგანი ჭანური-მეგრული განშტოებისა და არა საკუთრივ ზანები, დღევანდელი მეგრელები, სწორედ ამ „წანი“ ტომისაგან მიიღო თავისი სახელწოდება ამ ადგილმა და იმ ციხემ (ჯიხამ), რომელიც მათ ეკუთვნოდათ (წენ-დიხა) და იმ მდინარემაც, რომელიც ციხეს ჩაუდიოდა (წენ-წყალი).
ისტორიარედაქტირება
წალენჯიხა, მეგრული „წენდიხა“, ჭანისწყალი მეგრული „წენწყარი“ მდინარისა და გეოგრაფიული პუნქტის ამგვარი სახელწოდებანი დადასტურებულია როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროების მიერ. წალენჯიხა და მისი მიდამოები დასავლურ ქართველ ტომთა თავდაპირველი სამოსახლო ადგილი ყოფილა.
ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანი ქვისა და ბრინჯაოს იარაღებს ხმარობდა. წალენჯიხის ტერიტორიაზე დასავლურ ქართული ტომები სწორედ რომ ამ ხანიდან ცხოვრობდნენ. ამაზე მიუთითებს თვით ამ პუნქტისა და მდინარის სახელწოდებანი „ჭელენჯიხა“, „წენდიხა“ წალენჯიხა. X-XI საუკუნეებში წალენჯიხა მნიშვნელოვანი დასახლებული პუქტი ყოფილა, ამას ადასტურებს იმ დროისთვის ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი ეკლესია, როგორიცაა მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი. ამ დროიდან მოყოლებული წალენჯიხის მნიშვნელობა თანდათან იზრდებოდა ისე, რომ XIII-XIV საუკუნეებისათვის ის დადიანების ერთადერთ რეზიდენციად იქცა. აქ ჰქონდათ სასახლე, საჭურჭლე (საგანძური) და როგორც ჩანს საგვარეულოს სამარხიც. ქალაქის მნიშვნელობის ამგვარმა ზრდამ გამოიწვია XIV საუკუნეშივე ოდიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეპისკოპოსოს გადატანა წალენჯიხაში. საეპისკოპოსოს ცენტრის წალენჯიხაში გადატანამ გამოიწვია ის დიდი მშენებლობანი და აგრეთვე წალენჯიხის ეკლესიის მოხატვა XIV საუკუნეში, ვამეყ დადიანის დროს (1384—1396 წ. წ.). დადიანების რეზიდენციათა შორის წალენჯიხა დიდხანს იყო ერთ-ერთი უპირველესი.
საბჭოთა პერიოდში წალენჯიხა იქცა ჩაის გადამუშავების ერთ-ერთ ცენტრად, რამაც ხელი შეუწყო დასახლების ურბანიზაციას. მოქმედებდა ჩაის ექვსი ფაბრიკა. 1964 წელს წალენჯიხამ მიიღო ქალაქის სტატუსი. დღეს მოქმედებს მხოლოდ ერთი ფაბრიკა, სადაც 300-მდე ადამიანი მუშაობს.
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3847 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989[4] | 9317 | -- | -- |
2002[4] | 8956 | -- | -- |
2014[1] | 3847 | 1780 | 2067 |
სურათებირედაქტირება
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ჯაყელი ქ., მიქავა ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 286-287.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.