ზუგდიდის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. შეიქმნა 1867 წელს. მაზრის ცენტრი — ზუგდიდი. მოიცავდა ყოფილი ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილს. იყოფოდა ზუგდიდის, რედუტკალესა და წალენჯიხის უბნებად. ფართობი 2975,9 კმ². მოსახლეობა 11,5 ათ. კაცი (1894). ეროვნული შემადგენლობა — ქართველები. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დარაიონებით ყოფილი ზუგდიდის მაზრა მოიცავს: ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. ზუგდიდის მაზრა გაუქმდა 1930 წელს.

ზუგდიდის მაზრა

ლიტერატურა

რედაქტირება