ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი

(გადამისამართდა გვერდიდან ამბროლაურის გერბი)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბიამბროლაურის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 26 ნოემბერი, 2010
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, სტილიზებული ფორმის ყურძნის მტევანი ორი ფოთლით, ბოლნური ჯვარი
ფარმჭერები ვერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი ამბროლაური

აღწერილობა

რედაქტირება

გერბის ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომლის შუა მწვერვალი მაღალია; მთაზე მოთავსებულია სტილიზებული ფორმის ყურძნის მეწამული მტევანი ორი ფოთლით. მთის ზემოთ გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი მეწამულ ველზე.

გერბის ფარის ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია დევიზი — „ამბროლაური“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება