ფულის მუზეუმი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი მდებარეობს ქალაქ ყვარელში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობაში, რუსთაველის ქ. N10-ში.
მუზეუმი დაარსდა 2001 წელს, იგი 1981-1989 წლებში მოქმედი „ბანკის მუზეუმის“ ბაზაზე აღმოცენდა და საქართველოს ისტორიასა და თანამედროვე მსოფლიოში ფულის, როგორც სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ატრიბუტიკისა და მისი განვითარების დონის წარმოჩენას, საქართველოში ნუმიზმატური და ბონისტური მოძრაობის პროპაგანდასა და ამ სფეროში კავშირების განმტკიცებას ემსახურება.
ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის მუზეუმი საქართველოში ერთადერთია, რომელიც მთლიანად მხოლოდ ფულს ეძღვნება და, თანაც, ფულს არა მხოლოდ ისტორიულ ჭრილში. მუზეუმის გამოფენაზე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი საქართველოში ფულის მიმოქცევის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან დღემდე და აქვეა წარმოდგენილი თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა.