ქუთაისის გერბიქუთაისის თვითმმართველი ქალაქის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. გერბის ავტორია მხატვარ-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე.

დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარი გადაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად.

  • პირველ ნაწილი — უჭირავს ფარის 2/3, რომლის მწვანე ველზე ოქროს საწმისია გამოსახული.
  • მეორე ნაწილი — უჭირავს ფარის 1/3. ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ანტიკური ოქროს ხომალდი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ოთხკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი.

გერბის ფარს გარს არტყია ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტი.

გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის მწვანე-ოქროს ბაფთა, რომლის მწვანე ოქროთი ჩაწერილია — „ქუთაისი“. დევიზის ორივე მხარეს გამოსახულია ოქროს ორი ჰერალდიკური ჯვარი.

ფერების სიმბოლო რედაქტირება

  • ოქროსფერი - კეთილშობილებისა და სიდიდადის სიმბოლო
  • მწვანე - თავისუფლებისა და იმედის სიმბოლო.
  • მუქი ლურჯი - ღირსების სიმბოლო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება