მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“საქართველოს სახელმწიფო ჯილდო; მედალი, რომლითაც ჯილდოვდებიან პირები სამაგალითო სამოქალაქო მოქმედებისათვის — თავდადებული სამოქალაქო მოქმედებისას, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისას.[1] მედალი შემოღებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით 2010 წლის 18 ივნისს.

მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“

ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
ტიპიმედალი
სტატუსიგაიცემა
სტატისტიკა
დაწესების თარიღი18 ივნისი, 2010
რიგითობა
მაღალი ჯილდოღირსების ორდენი
დაბალი ჯილდომედალი „მხედრული მამაცობისათვის“

„სამოქალაქო თავდადებისათვის” მედლის ესკიზის ავტორია მხატვარი-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე

მედლის ავერსი — მედალი სამოქალაქო თავდადებისათვის მრგვალი ოქროსფერი მეტალის მედალიონია, რომლის ცენტრში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის გარშემო განლაგებულია თორმეტი მცირე ჰერალდიკური ჯვარი (ბოლნური). მედალიონი ქართული ვაზის წნულის ორნამენტის დეტალით უკავშირდება ბაფთას. ბაფთა არის ლივლივა ლაჟვარდისფერი (ლურჯი), კიდეებზე მცირე ლურჯი ზოლების შიგნით ორი ვერცხლისფერი ზოლია. მედლის თამასა არის ლაჟვარდისფერი (ლურჯი), კიდეებზე ვერცხლისფერი ზოლით. მედლის დიამეტრი - 3,7 სმ-ია; მედალი არის გულსაკიდი;

მედლის რევერსი — ამოტვიფრულია წარწერა - „სამოქალაქო თავდადებისათვის”. მედალიონი ქართული „ვაზის წნულის” ორნამენტის დეტალით უკავშირდება ბაფთას. ბაფთა ლივლივა ლაჟვარდის (ლურჯი) ფერია კიდეებზე მცირე ზომის ლურჯი ზოლების შიგნით ორი ვერცხლისფერი ზოლით.

მედლის მფლობელები

რედაქტირება
  • 2019 — გიგა ოთხოზორია.[2]
  • 2021 — შოთა ქარსელაძე[3] და დათა ვანიშვილი.[4]
  • 2022 — გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გიორგი ვენეცკი და ქეთევან გულაღაშვილი.[5]