ესკიზი (ფრანგ. esquisse), მხატვრული ნაწარმოების (სურათი, ქანდაკება, არქიტექტურული პროექტი, თეატრის ან კინოს დეკორაცია და სხვა) ან მისი რომელიმე ნაწილის ჩანახატი. ესკიზი სრულდება გრაფიკულად, ფერწერულად ან სკულპტურულად. ესკიზში გადმოცემულია ავტორის ძირითადი აზრი, მომავალი ნაწარმოების არსებითი და მნიშვნელოვანი მხარეები, კომპოზიცია, კოლორიტი, პროპორციები, რიტმი. დიდი მხატვრების ესკიზები მაღალი მხატვრული ღირსების არის (მიქელანჯელო, რემბრანდტი, რუბენსი, დელაკრუა და სხვა). ფართო მნიშვნელობით ესკიზი ეწოდება სახვითი ხელოვნების დაუმთავრებელ ნაწარმოებს, რომელიც შესრულებულია წარმოსახვით ან ნატურიდან.

„იესო და მრუშები“, რემბრანდტი, ესკიზი.

ინჟინერული თვალსაზრისით, ესკიზი წარმოადგენს რაიმე დეტალის ხელით, სახაზავი ხელსაწყოების გარეშე, შესრულებულ ნახაზს, რომელზეც, ასევე, მოცემულია მის დასამზადებლად აუცილებელი ინფორმაცია (ზომები, მასალა, დაშვებები და ა.შ.).

ლიტერატურა რედაქტირება