ეჟენ დელაკრუა
ფერდინან ვიქტორ ეჟენ დელაკრუა (ფრანგ. Ferdinand Victor Eugène Delacroix; დ. 26 აპრილი, 1798, სენ-მორისი, პარიზთან — გ. 13 აგვისტო 1863, პარიზი) — ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი. ფრანგული რომანტიზმის ფუძემდებელი.
ეჟენ დელაკრუა | |
---|---|
დაიბადა | 26 აპრილი, 1798[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] |
დაბადების ადგილი | სენ-მორისი[19] |
გარდაიცვალა | 13 აგვისტო, 1863[20] [1] [2] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] (65 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი[21] [19] |
ჟანრი | ისტორიული ფერწერა[19] , პეიზაჟი[19] , ნატურმორტი[19] და ճակատամարտ պատկերող գեղանկար[19] |
ბავშვობა და სიყმაწვილე
რედაქტირებაეჟენ დელაკრუა დაიბადა პარიზის გარეუბანში 1798 წლის 26 აპრილს. ოფიციალურად მის მამად ითვლება საშუალო რანგის მოხელე შარლ დელაკრუა, თუმცა დადიოდა ჯიუტი ხმები, რომ სინამდვილეში ეჟენი ყოვლისშემძლე ტალეირანის უკანონო შვილი იყო.
ფრანგული რომანტიზმი 1820 წლის დასაწყისში აღმოცენდა, ახალი რევოლუციური აღმავობის წინაპერიოდში. ფრანგ მხატვრებს აინტერესებდათ ძლიერი და აქტიური გმირები, ღრმა განცდებისა და მგზნებარე ტემპერამენტის ადამიანები. ამ გმირებს ისინი ეძებდნენ თავიანთ თანამედროვეებს შორის, ლიტერატურაში, თავისი ქვეყნის ისტორიაში. „ბუნების, სამართლისა და შთაგონების მორჩილება“, – ეს იყო რომანტიკოსების ძირითადი კანონი.
ფერწერაში ფრანგული რომანტიზმის მამამთავარი იყო ეჟენ დელაკრუა (1798-1863). ამ მხატვრის უსაზღვრო წარმოსახვის უნარმა შექმნა მთელი სამყარო მებრძოლი, ვნებათაღელვით აღსავსე სახეებისა, აქ ნახავთ სცენას დანტეს ჯოჯოხეთიდანაც, ძლიერი განცდებით შეპყრობილ გმირებს გოეთეს, შექსპირისა და ბაირონის ნაწარმოებებიდან. დელაკრუამ მრავალი აღმოსავლელის სახე შექმნა, განსაკუთრებით ალჟირელებისა და მაროკოელებისა, რომლებსაც აფრიკაში მოგზაურობისას ხვდებოდა. ტილოზე „სისხლისღვრა კუნძულ ქიოსზე“ დელაკრუამ ასახა ბერძენთა ბრძოლა თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ მთელ ევროპას აღელვებდა. სურათის წინა პლანზე ტანჯულ ბერძენ ტყვეთა ჯგუფს, რომელთა შორისაა შეშლილი ქალიც, ბავშვიც მკვდარი დედის მკერდისაკენ რომ მიიწევს, მხატვარმა დაუპირისპირა დამცინავ, გულქვა ჯალათთა ფიგურები. სურათმა განაცვიფრა თანამედროვენი ადამიანური ტანჯვის ასახვის სიძლიერით.
ახალგაზრდობა
რედაქტირება1830 წელს საფრანგეთში ჩამოაგდეს ხალხისათვის საძულველი ბურბონთა დინასტიის უკანასკნელი წარომომადგენელი შარლ X. ივლისში მომხდარმა მოვლენებმა ააღელვა ფრანგი მხატვარი ეჟენ დელაკრუა. ცნობილი მწერლის ა. დიუმას გადმოცემით, ღვთისმშობლის ტაძარზე მოფრიალე რესპუბლიკის ალამმა მხატვარს სურვილი აღუძრა „სამი ღირსშესანიშნავი დღე“ დიდ ტილოზე აღებეჭდა.
მხატვარმა მუშაობა დაიწყო 1830 წლის 20 სექტემბერს, ხოლო მომდევნო წლის აპრილში სურათი უკვე გამოფინა კიდეც. ასე შეიქმნა „თავისუფლება ბარიკადებზე“ — დელაკრუას ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ნაწარმოები, მიძღვნილი 1830 წლის რევოლუციისადმი.
მოქმედება ვითარდება პარიზის შუაგულში. დენთის ბოლში გახვეულ ბარიკადებზე ადის მშვენიერი ქალი. მას ანტიკური ქიტონი მოსავს, თავზე ფრიგიული ქუდი ახურავს — თავისუფლების უძველესი სიმბოლო. ივლისის კაშკაშა მზის სხივებში ქალის ფიგურა, მისი კლასიკური პროფილი განსაკუთრებულად დიდებულია. ქალი თავისუფლებას განასახიერებს. რესპუბლიკის სამფერი ალამი ხელში მაგრად უჭირავს და ამბოხებულთ მიუძღვის წინ. და თუმცა გასავლელი გზა მათ წამებასა და სიკვდილს უქადის, მას მოჰყვებიან დაჭრილი კაცი, იარაღმომარჯვებული მაღალქუდიანი სტუდენტი, ხალათიანი მუშები და პარიზელი ბიჭუნა. ქარში ფრიალებს ალამი და მისი სამი ფერი — წითელი, ლურჯი და თეთრი, კიაფობს სურათის სხვადასხვა კუთხეში, დაჭრილის ტანსაცმელზე და შორს, ტაძრის კოშკზე აღმართულ პატარა დროშაზე.
ფრანგ რევოლუციონერთა მრავალი თაობისათვის დელაკრუას სურათი რჩება რესპუბლიკის სიმბოლოდ, რევოლუციური ტრადიციებისა და ფრანგი ხალხის ვაჟკაცობის შესანიშნავ ძეგლად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Eugène Delacroix (1798-1863): Paintings, Drawings, and Prints from North American Collections
- Bibliothèque numérique de l'INHA - Journal et Correspondance d'Eugène Delacroix
- Eugène Delacroix's biography, context, style and technique
- The National Gallery: Delacroix
- Brief biography at the Getty Museum დაარქივებული 2007-09-26 საიტზე Wayback Machine.
- Le musée national Eugène Delacroix (ფრანგული)
- Delacroix at Web Gallery of Art
- Delacroix at Web Museum
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Eugène Delacroix
- ↑ Ferdinand Victor Eugène Delacroix — ministère de la Culture.
- ↑ 4.0 4.1 Ferdinand Victor Eugène Delacroix — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ 7.0 7.1 Huyghe R. Encyclopædia Britannica
- ↑ 8.0 8.1 Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ 9.0 9.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 10.0 10.1 National Museum of Visual Arts
- ↑ 11.0 11.1 Discogs — 2000.
- ↑ 12.0 12.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 13.0 13.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 14.0 14.1 Harrison C. Delacroix, (Ferdinand-)Eugène(-Victor) // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T021888
- ↑ 15.0 15.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 16.0 16.1 GeneaStar
- ↑ 17.0 17.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 18.0 18.1 Base biographique — BIU Santé.
- ↑ 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 RKDartists
- ↑ L'Humanité, l'humanité, لومانيتي — RF: 1998. — ISSN 0242-6870; 2496-8617
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118524461 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.