შარლ მორის დე ტალეირანი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
შარლ მორის დე ტალეირან–პერიგორი (ფრანგ. Charles Maurice de Talleyrand-Périgord), (დ. 1754 - გ. 1838) — ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელსაც ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა სხვადასხვა რეჟიმის დროს, დაწყებული დირექტორიიდან დამთავრებული ლუი-ფილიპის მთავრობით. სიტყვა ტალეირანი გახდა მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმი.
შარლ მორის დე ტალეირანი Charles-Maurice de Talleyrand-Périgord | |
ტალეირანი, პიერ პოლ პრუდონის ნამუშევარი | |
საფრანგეთის 1-ლი პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 ივლისი 1815 – 26 სექტემბერი 1815 | |
წინამორბედი | —— |
მემკვიდრე | არმან-ემანუელ დუ პლესი, რიშელიეს ჰერცოგი |
საფრანგეთის 45-ე, 47-ე, 52-ე და 55-ე საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 ივლისი 1815 – 26 სექტემბერი 1815 | |
პრემიერ-მინისტრი | თვითონ |
წინამორბედი | ლუი პიერ ედუარდი, ბარონი ბინონი |
მემკვიდრე | არმან-ემანუელ დუ პლესი, რიშელიეს ჰერცოგი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 მაისი 1814 – 20 მარტი 1815 | |
წინამორბედი | ანტონ რენე შარლ მატურინი, ლაფორესტის გრაფი |
მემკვიდრე | არმან ოგუსტინ ლუი, კოლენკურის მარკიზი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ნოემბერი 1799 – 9 აგვისტო 1807 | |
წინამორბედი | კარლ ფრიდრიხ რაინარდი |
მემკვიდრე | ჯან ბატისტ დე შამპანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ივლისი 1797 – 20 ივლისი 1799 | |
წინამორბედი | შარლ დელაკრუა |
მემკვიდრე | კარლ ფრიდრიხ რაინარდი |
დაბადებული | 2 თებერვალი 1754 პარიზი, საფრანგეთი |
გარდაცვლილი | 17 მაისი 1838 |
ეროვნება | საფრანგეთი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებატალეირანი გაღარიბებულ არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა. მან სასულიერო სემინარია დაამთავრა, 1788–1791 წლებში ოტენის ეპისკოპოსი იყო. გენერალურ შტატებში სამღვდელოებიდან აირჩიეს, მაგრამ მესამე წოდების დეპუტატებს მიემხრო და საეკლესიო მიწების განკარგულებაში გადაცემის წინადადება წამოაყენა. 1792 წელს ტალეირანი დიპლომატიური მისიით ინგლისში გაემგზავრა. მონარქიის დამხობის შემდეგ მეფესთან მისი საუდუმლო კავშირი გამოვლინდა, ამის გამო იგი საფრანგეთში 1796 წლამდე აღარ დაბრუნებულა.
ტალეირანი დირექტორიის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ეს პოსტი მან კონსულობისა და იმპერიის დროსაც შეინარჩუნა. იგი ნაპოლეონის მრჩეველი იყო.
ტალეირანმა წინასწარ განჭვრიტა ნაპოლეონის აუცილებელი მარცხი და 1808 წლიდან საიდუმლო კავშირი დაამყარა ალექსანდრე I-თან და მატერნიხთან. ნაპოლეონმა ეჭვი აიღო ტალეირანის არაკეთილსინდისიერებაზე, მაგრამ ღალატის დამტკიცება ვერ მოახერხა, ამიტომ მის თანამდებობიდან გადაყენებას დასჯერდა.
ნაპოლეონის დამხობის შემდეგ ტალეირანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ბურბონთა რესტავრაციაში. ვენის კონგრესზე იგი საფრანგეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
დიდ სახელმწიფოთა შორის ყველაზე სუსტი იყო დამარცხებული საფრანგეთის პოზიციები. მაგრამ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტალეირანმა შესანიშნავად გამოიყენა თავისი ხანგძლივი პოლიტიკური და დიპლომატიური საქმიანობის მანძილზე უხვად დაგროვილი ვერაგობისა და უტიფრობის მდიდარი გამოცდილება. მან ძირითად ამოცანად საფრანგეთის წინააღმდეგ ინგლისის, რუსეთის, ავსტრიისა და პრუსიის მიერ შექმნილი ერთიანი ფრონტის გარღვევა დაისახა.
ყველაზე მეტი ტერიტორიული პრეტენზიები ევროპაში რუსეთსა და პრუსიას ჰქონდათ. ეს ინგლისისა და ავსტრიის უკმაყოფილებას იწვევდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წამოაყენა ე.წ. "ლეგიტიზმის" (კანონიერების) პრინციპი – ევროპა რევოლუციური ომების დაწყებამდე, 1792 წლამდე არსებულ საზღვრებს უნდა დაბრუნებოდა. ეს ეწინააღმდეგებოდა ალექსანდრე I–ის მისწრაფებებს, რადგან ნაპოლეოზე გამარჯვების შედეგად რუსეთი ვარშავის საჰერცოგოზე აცხადებდა პრეტენზიას. ალექსანდრე I–ის ამ მოთხოვნის საპასუხოდ ტალეირანმა განაცხადა, რომ იგი "სამართლიანობას ყველაფერზე უფრო მაღლა აყენებს";;.
ყოველთვის თავშეკავებული და გარეგნულად ზრდილობიანი ალექსანდრე I ამჯერად წონასწორობიდან გამოვიდა და თავის თანამოსაუბრეს შეჰყვირა: "უმჯობესია ომიო". სიტუაცია მართლაც კომიკური იყო. ტალეირანი, რომელიც ნაპოლეონის ეპოქაში საფრანგეთის სასარგებლოდ ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე ჭრიდა და კერავდა ევროპის პოლიტიკურ რუკას, პირადი გამორჩენის მიზნით ღალატობდა და სათანადო თანხად ჰყიდდა ყველას და ყველაფერს, რუსეთის იმპერატორს ზნეობისა და სამართლიანობისაკენ მოუწოდებდა.
ამის შემდეგ ტალეირანმა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი კასლრი და ავსტრიის კანცლერი თავადი მატერნიხი დაარწმუნა რუსეთისა და პრუსიის წინააღმდეგ ფარული ხელშეკრულების დადების აუცილებლობაში. სამ ცალად შედგენილი ინგლის–ავსტრია–საფრანგეთის საიდუმლო ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი ამ ქვეყნების დედაქალაქებში – ლონდონში, ვენასა და პარიზში ინახებოდა. საფრანგეთში ნაპოლეონის ძალაუფლების ასი დღით აღდგენისას ლუი XVIII ისე სასწრაფოდ გაიქცა საზღვარგარეთ, რომ ხელშეკრულების თან წაღება ვერ მოასწრო. ეს დიპლომატიური დოკუმენტი ნაპოლეონს ჩაუვარდა ხელში. მან იგი მაშინვე ვენაში, ალექსანდრე I–ს გაუგზავნა.
რუსეთის იმპერატორი აღშფოთდა. მან მიღებული დოკუმენტი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს მატერნიხს გადასცა. ეს უკანასკნელი იმდენად დაიბნა, რომ თავის სიცოცხლეში პირველად და უკანასკნელად ვერ მოიფიქრა, რა სიცრუე მოეგონებინა მოულოდნელად შექმნილი საშინელი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად. მაგრამ ამ შემთხვევას არ შეეძლო ბატონყმური რუსეთის თვითმპყრობელი ალექსანდრე I–ის შეურიგებელი პოზიციის შეცვლა რევოლუციის შედეგად აღზევებული ნაპოლეონის მიმართ. ალექსანდრე I–მა 1815 წლის 9 ივნისს ვენის კონგრესის მონაწილეებთან ერთად ხელი მოაწერა ვენის კონგრესის გენერალურ დასკვნით აქტს.
ნაპოლეონის "ასი დღის" შემდეგ ტალეირანი ხანმოკლე დროით მეთაურობდა საფრანგეთის მთავრობას, მაგრამ რესტავრაციის პერიოდის რეაქციონერებმა ვერ აპატიეს მას რევოლუციაში მონაწილეობა და აიძულეს გადამდგარიყო. ტალეირანი 15 წლით ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს. 1830 წლის რევოლუციის შემდეგ იყო საფრანგეთის ელჩი ლონდონში.