გია ქარსელაძე (დ. 6 ივნისი, 1963, თბილისი — გ. 11 აპრილი, 1989, იქვე) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (25 წლის).

გია გიორგის ძე ქარსელაძე
დაბადების თარიღი 6 ივნისი, 1963
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 11 აპრილი, 1989
თბილისი
დაკრძალულია თბილისი, საბურთალოს სასაფლაო
მეუღლე(ები) ირინა ზაქარეიშვილი
შვილ(ებ)ი მარიამი
მშობლები მამა: გიორგი ქარსელაძე
დედა: ლეილა ცინცაძე
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გია ქარსელაძე დაიბადა 1963 წლის 6 ივნისს. დაამთავრა თბილისის №53 საშუალო სკოლა. 1981-1989 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე, შემდეგ გადავიდა არქიტექტურის ფაკულტეტზე. მუშაობდა თბილისის სატყეო მეურნეობაში. 1987 წელს დაქორწინდა ირინა ზაქარეიშვილზე[1].

1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევისთანავე, 11 საათზე იგორ როდიონოვმა კომენდანტის საათი გამოაცხადა. გაზეთ კომუნისტის ცნობით, „10 აპრილს ღამით ქალაქის პირველ საავადმყოფოში და და ქირურგიის ინსტიტუტში მოთავსეს სამი დაჭრილი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთის გადარჩენა ეჭვს იწვევს. როგორც ჩენთვის ცნობილია, მათ ჭრილობები მიიღეს კომენდანტის საათის დროს სამხედრო პატრულებთან მომხდარი კონფლიქტების შედეგად“[2]. აღნიშნული შემთხვევა მოხდა კომენდანტის საათის გამოცხადებიდან დაახლოებით 2 საათში, როდესაც კაპიტანმა ლოხინმა ცეცხლი გაუხსნა ქალაქისკენ მანქანით მომავალ მანქანას, რომელშიც რამდენიმე ახალგაზრდა იჯდა. მგზავრთაგან მხოლოდ გიორგი ქარსელაძემ მიიღო სასიკვდილო ჭრილობა თავში, რომელიც 11 აპრილს მიღებული ტრავმის შედეგად თბილისის №1 საავადმყოფოში გარდაიცვალა[3][4]. დაკრძალეს 16 აპრილს[5] თბილისში საბურთალოს სასაფლაოზე.

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[6].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება