მანანა მელქაძე
მანანა მელქაძე (დ. 20 იანვარი, 1963[1], თბილისი — გ. 11 აპრილი, 1989, იქვე) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (26 წლის. შეცდომით გავრცელდა — 23 წელი[2]).
მანანა ამირანის ასული მელქაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 იანვარი, 1963 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
11 აპრილი, 1989 (26 წლის) თბილისი |
დაკრძალულია | თბილისი, მუხათგვერდის სასაფლაო |
მშობლები |
მამა: ამირან მელქაძე დედა: ლია მელქაძე |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებამანანა მელქაძე დაიბადა თბილისში 1963 წლის 20 იანვარს. 1969-1979 წლებში სწავლობდა თბილისის 144 საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტზე. 1985 წელს დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და დაიწყო მუშაობა თბილისის ელექტრონული ტექნოლოგიების კვლევით ინსტიტუტში.
1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს მიიღო მძიმე ტრავმა, რის შედეგადაც 11 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკრძალეს 15 აპრილს[3] თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[4].
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑
- ↑ („თბილისი“, 11, IV, № 84)
- ↑ „თბილისი“, 1989, 13 აპრილი, გვ. 4
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]