ლეხ კაჩინსკი
ლეხ კაჩინსკი (პოლ. Lech Aleksander Kaczyński; დ. 18 ივნისი, 1949, ვარშავა, პოლონეთი — გ. 10 აპრილი, 2010, სმოლენსკი, რუსეთი) — პოლონელი პოლიტიკოსი, პოლონეთის პრეზიდენტი 2005 წლიდან გარდაცვალებამდე. 2002–2005 წლებში ვარშავის მერი.
ბიოგრაფიარედაქტირება
პოლიტიკური კარიერა 1977 წელს ლეხ ვალენსას კომიტეტში დაიწყო. 1980 წელს მოძრაობა „სოლიდარობის“ პირველი ყრილობის დელეგატი გახდა. ამავე წელს აქტიურად მონაწილეობდა გდანსკის საპროტესტო აქციებში.
1983-1984 წლებში „სოლიდარობის“ ერთ-ერთ კომისიას ხელმძღვანელობდა. 1989 წელს ლეხ კაჩინსკი პოლონეთის სენატში, ხოლო 1991 წელს სეიმის წევრად აირჩიეს. ამავე წლიდან პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ნაციონალური უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელობდა.
1992 წელს ცენტრალური აუდიტორული კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა. 1990 წლიდან იგი პარტია „თანხმობის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2000-2001 წლებში ეჟი ბუზეკის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა.
2001 წელს ძმასთან, იაროსლავთან ერთად, პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ დააარსა, რომელმაც იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებზე 9,5 პროცენტი მოიპოვა.
2002 წელს ვარშავის მერად აირჩიეს. 2005 წელს კი ლეხ კაჩინსკი პოლონეთის პრეზიდენტი გახდა[14].
გარდაცვალებარედაქტირება
2010 წლის 10 აპრილს, ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა. როგორც „ვესტი-24“-ის პირდაპირ ეთერში სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი ანტუფიევმა განაცხადა, თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაღუპულია.
ტუ-154–ის მიწაზე ძლიერი დაცემის შედეგად თვითმფრინავს კუდის ნაწილი მოტყდა , რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. პოლონეთის ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავი სამჯერ შეეცადა სმოლენსკის აეროპორტში დაჯდომას, მეოთხე მცდელობა კი ტრაგედიით დასრულდა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ასრულებდა რეისს ვარშავიდან სმოლენსკში, ბოლო მონაცემებით იმყოფებოდა 96 ადამიანი, აქედან ოფიციალური დელეგაციის 88 წევრი. მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან ერთად, პოლონეთის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის პრეზიდენტი იანუშ კურტიკა, სამხედრო და სასულიერო პირები.
2010 წელს, გარდაცვალებისთანავე, ლეხ კაჩინსკის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.[15]
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- პოლონეთის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2018-07-17 საიტზე Wayback Machine. (პოლონური)/(ინგლისური)
- Full text of the speech that President Lech Kaczyński would have delivered at Katyn
- "The Death of a President: Countdown To the Crash of Flight PLF 101" by Leszek Misiak, Grzegorz Wierzchołowski
- ლეხ კაჩინსკი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #103565515 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 6.0 6.1 Roglo — 1997. — 8549233 ეგზ.
- ↑ 7.0 7.1 Internetowy Polski Słownik Biograficzny
- ↑ 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ 9.0 9.1 Munzinger Personen
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ https://www.fakt.pl/wydarzenia/polityka/lech-i-maria-kaczynscy-wzieli-dwa-sluby/jkfbng4
- ↑ http://www.ordens.presidencia.pt/?idc=154
- ↑ https://archiv.prezident.sk/gasparovic/index2bee.html?rad-bieleho-dvojkriza-i-trieda
- ↑ კატინმა პოლონური ელიტა კიდევ ერთხელ იმსხვერპლა – presa.ge; წაკითხვის თარიღი: 10/04/10]
- ↑ ლეხ კაჩინსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა