მარია კაჩინსკა
მარია კაჩინსკა (პოლ. Maria Helena Kaczyńska; დ. 21 აგვისტო, 1942 — გ. 10 აპრილი, 2010) — პოლონეთის პირველი ლედი 2005 წლიდან 2010 წლამდე, ლეხ კაჩინსკის მეუღლე (1978–2010).
მარია კაჩინსკა | |
---|---|
მარია კაჩინსკა | |
დაბადების სახელი | მარია მაცკევიჩი |
დაბადების თარიღი | 21 აგვისტო, 1942 |
გარდაცვალების თარიღი | 10 აპრილი, 2010 |
ეროვნება | პოლონელი |
მეუღლე(ები) |
ლეხ კაჩინსკი (1978-2010) |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია კაჩინსკა დაიბადა 1942 წლის 21 აგვისტოს ფაშისტური გერმანიის მიერ ოკოპირებულ პოლონურ სოფელში.
ბავშვობაში მარია, მშობლებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ჩრდილოეთ პოლონეთში. სწავლის დასრულების შემდეგ, 1966 წელს მან დაიწყო მუშაობა საზღვაო ინსტიტუტში გდანსკში, სადაც 1976 წელს გაიცნო პოლონეთის მომავალი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. 1978 წელს ისინი დაქორწინდნენ. 1980 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი მარტა. მარია კაჩინსკაია ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ და ცოტა ესპანურ და რუსულ ენებს.
2010 წლის 10 აპრილს, მარია კაჩინსკა მეუღლესთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- პოლონეთის პირველი ლედის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-07-20 საიტზე Wayback Machine.