სმოლენსკის ავიაკატასტროფა
2010 წლის 10 აპრილს, თვითმფრინავ ტუ-154-ს, პოლონური დელეგაციის წევრები გადაჰყავდა რუსეთის ქალაქ სმოლენსკში. მაშინ, როდესაც თვითმფრინავი ჯდებოდა ქალაქ სმოლენსკის აეროპორტში, მან განიცადა ავიაკატასტროფა. ამ ავიაკატასტროფას შეეწირა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პრეზიდენტის მეუღლე, პოლონეთის გენერალური შტაბის და პოლონური არმიის ოფიცრები, ცენტრალური ბანკის მმართველი, პოლონეთის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის პრეზიდენტი იანუშ კურტიკა და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. პოლონური მაღალი თანამდებობის პირები მიემგზავრებოდნენ სოფელ კატინში, 1940 წელს ნკვდ-ს მიერ პოლონური სამხედრო ნაწილების დახვრეტილთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად.[1]
ამ რეისის შესრულების დროს ქალაქ სმოლენსკში საკმაოდ ცუდი ამინდი და ხილვადობა იყო. პილოტს შეეძლო თვითმფრინავი მინსკში ან მოსკოვში დაესვა, მაგრამ მან სმოლენსკის აეროდრომი არჩია დასაჯდომად. ტუ-154–ის მიწაზე ძლიერი დაცემის შედეგად თვითმფრინავს კუდის ნაწილი მოტყდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.
ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 96 ადამიანი[2].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტი:
- "Об окончательных результатах работы Технической комиссии Межгосударственного авиационного комитета по расследованию катастрофы самолета Ту-154М бортовой номер 101 Республики Польша, произошедшей 10 апреля 2010 г. в районе аэродрома Смоленск "Северный"დაარქივებული 2012-05-18 საიტზე Wayback Machine. ." (რუსული)
- "Findings of the Interstate Aviation Committee Safety Investigation of the Accident involving Tu-154M aircraft tail number 101 of the Republic of Poland on April 2010 near Smolensk "Severny" aerodromeდაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine. ." (ინგლისური)
- Full list of the passengers and the crew published on the Official Polish Presidential website დაარქივებული 2010-04-13 საიტზე Wayback Machine. (პოლონური)
- List of updated news დაარქივებული 2010-04-13 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- List of crash victims დაარქივებული 2011-05-14 საიტზე Wayback Machine. (პოლონური)
- List of crash victims დაარქივებული 2010-04-12 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Polish president killed in plane crash“. CNN. Turner Broadcasting. 2010-04-10. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
- ↑ Polish president killed in plane crash;– Yahoo! News. News.yahoo.com. ციტირების თარიღი: 2010-04-11.