შალვა ქვასროლიაშვილი
შალვა ქვასროლიაშვილი (დ. 1954, სოფელი აკურა[1], თელავის რაიონი — გ. 13 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.
შალვა (დათო) იაკობის ძე ქვასროლიაშვილი | |
---|---|
გარდაცვალების თარიღი |
13 აპრილი, 1989 თბილისი |
მეუღლე(ები) | თამილა |
შვილ(ებ)ი | ნელი, ირაკლი, ზინა |
მშობლები |
მამა: იაკობ ქვასროლიაშვილი დედა: თამარი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშალვა ქვასროლიაშვილი დაიბადა 1954 წელს. აკურის საშუალო სკოლაში შევიდა 1961 წელს. დაასრულა 1970-71 წელს. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად თელავის სკოლებში.
1989 წლის 13 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 18 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში[2].
„მაშინ როცა უკვე არაერთგზის გამოქვეყნდა ცნობა, რომ ტრაგედიის დღეებში დაიღუპა 18 კაცი, მათი სია გამოქვეყნებულია. საუბედუროდ, ამ სამწუხარო სიას 13 აპრილს დაემატა კიდევ ერთი კაცი — თელავის რაიონის სოფელ აკურის მცხოვრები 35 წლის შალვა იაკობის ძე ქვასროლიაშვილი. დღეისათვის საავადმყოფოებშია 103 დაშავებული[3].“
|
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[4].
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შალვა ქვასროლიაშვილი (1954 -1989) დაარქივებული 2020-01-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ირაკლი შიოლაშვილმა 9 აპრილს გარდაცვლილი შალვა ქვასროლიაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო
- ↑ „თბილისი“, 1989, 15 აპრილი, გვ. 7
- ↑ „კომუნისტი“, 14, IV, № 87
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]