თამუნა დოლიძე
თამუნა დოლიძე (დ. 1961, თბილისი — გ. 9 აპრილი, 1989, იქვე) — ჟურნალისტი, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.
თამუნა (თამარ) გრიგოლის ასული დოლიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1961 |
გარდაცვალების თარიღი |
9 აპრილი, 1989 თბილისი |
დაკრძალულია | თბილისი, ვაკის სასაფლაო |
მშობლები |
მამა: გრიგოლ დოლიძე დედა: მერი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირება1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 15 აპრილს[1] თბილისში, ვაკის სასაფლაოზე[2].
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[3].
2019 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი (იხ. თამუნა დოლიძის ქუჩა)[4].
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „თბილისი“, 1989, 11 აპრილი, გვ. 4
- ↑ თამუნა დოლიძე (1961-1989). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-09. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]
- ↑ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №155 2019 წლის 24 მაისი//ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის მონაკვეთისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული თამუნა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ