ნათია ბაშალეიშვილი
ნათია ბაშალეიშვილი (დ. 26 ივლისი, 1972, თბილისი — გ. 17 აპრილი[1][2], 1989, იქვე) — სკოლის მოსწავლე, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (16 წლის).
ნათია თემურის ასული ბაშალეიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 ივლისი, 1972 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
17 აპრილი[1][2], 1989 (16 წლის) თბილისი |
დაკრძალულია | თბილისი, ვერის სასაფლაო |
მშობლები |
მამა: თემური ბაშალეიშვილი დედა: მაული ლატარია |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებანათია ბაშალეიშვილი დაიბადა 1972 წლის 26 ივლისს თბილისში. 1978 წლიდან სწავლობდა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში. იყო თამარ ჭოველიძის თანაკლასელი.
1989 წლის 9 აპრილს (მაშინ ის იყო მე-10 კლასის მოსწავლე[1][3]), რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს, მრავალჯერადი დაზიანებებით გადაიყვანეს თბილისის პირველ საავადმყოფოში. 8 დღე ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას. 17 აპრილს ნათია საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკრძალეს 23 აპრილს[4] თბილისში, ვერის სასაფლაოზე[5].
„წუხელ 11 საათზე, გარდაიცვალა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების კიდევ ერთი მონაწილე 51-ე საშუალო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, 16 წლის ნათია ბაშალეიშვილი. იგი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს სტაციონარში, რაღა არ გავაკეთეთ, ორჯერ გულის გაჩერებაც კი აღენიშნა, იმედის მბჟუტავ წერტილებს მაინც ჯიუტად ვეძებდით, იქნებ...[1]“
|
„არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, ცხრა აპრილიდან 20 აპრილის 11 საათამდე, სამედიცინო დაწესებულებების სტაციონარებში მოთავსებული იყო 275 დაშავებული. მათგან, როგორც წინა ცნობებში ითქვა, 11 და 13 აპრილს გარდაიცვალა სამი, ხოლო 17 აპრილს — კიდევ ერთი ავადმყოფი, 16 წლის გოგონა, რომელიც 9 აპრილს, დილით, უგონოდ მიიყვანეს ქალაქის პირველ საავადმყოფოში[2].“
|
2006 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი (იხ. ნათია ბაშალეიშვილის ქუჩა).
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[6].
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი გ., 9 აპრილი, თბ., 1990.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 „თბილისი“, 18, IV, 1989, № 90
- ↑ 2.0 2.1 2.2 „კომუნისტი“, 22, IV, 1989, № 95
- ↑ ორსული გოგონა და 16 წლის მოზარდები - 9 აპრილის პატარა გმირები
- ↑ „თბილისი“, 1989, 18 აპრილი, გვ. 7
- ↑ ნათია ბაშალეიშვილი (1973-1989). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-09. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]