ანდრო ბარნოვი
ანდრო ბარნოვი (დ. 8 ივნისი, 1974, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 2013 წლის 23 აპრილიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე.[1]
ანდრო ბარნოვი | |
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 აპრილი, 2013 – 17 ნოემბერი, 2013 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი |
წინამორბედი | დავით ტყეშელაშვილი |
მემკვიდრე | ლაშა აბაშიძე |
დაბადებული | 8 ივნისი, 1974 თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | ფილოლოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანდრო ბარნოვი დაიბადა 1974 წლის 8 ივნისს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კორპორაცია "რენდის" მიერ ორგანიზებული საჯარო პოლიტიკის უმაღლესი კურსები. აშშ-ში მიიღო თავდაცვის ანალიზისა და ეროვნული უსაფრთხოების ორმაგი მაგისტრის ხარისხი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ ხმელთაშუა ზღვის კულტურათა კვლევის ცენტრში; თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის მიმართულებით; იყო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის მთავრი სამმართველოს განყოფილების უფროსი; პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსი; კითხულობდა ლექციებს ანთროპოლოგიასა და კონფლიქტოლოგიაში, იყო ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეფორმის ავტორი და განახლებული აკადემიის პირველი რექტორი; თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, შიდა ქართლის გუბერნატორი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; არასამთავრობო ორგანიზაციის - სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის გამგების თავმჯდომარე; საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე. ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- თავისუფლების დღიურები 2009. რადიო "თავისუფლების" პროექტი. თბილისი, 2010. გვ.86
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ანდრო ბარნოვი ოფიციალურად დაინიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2018.