ნიკოლოზ ვაჩეიშვილი

ქართველი ხელოვნებათმცოდნე და პოლიტიკოსი

ნიკოლოზ (ნიკა) გივის ძე ვაჩეიშვილი (დ. 26 მაისი, 1968, თბილისი) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე.

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
დაბადების თარიღი 26 მაისი, 1968
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
განათლება ხელოვნებათმცოდნე
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
პროფესია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
მეუღლე(ები) დიანა ბოლოთაშვილი
შვილ(ებ)ი ორი ქალიშვილი და ვაჟი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1985-1990 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1997 წელს მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი თემაზე — საქართველოს რეგიონალური სკოლები: ჯავახეთის X-XI საუკენეების ხუროთმოძღვრება.

1992-1996 ძეგლთა დაცვის სამმართველო, სარესტავრაციო ძეგლთა ექსპერტ-კონსულტანტი. 1997 სადოქტორო დისერტაცია: ჯავახეთის X-XI საუკუნეების ხუროთმოძღვრების მხატვრულ-ისტორიული პრობლემები. 1997-1999 ფონდი „ღია საზოგადოება -საქართველო“, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პროგრამა, საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე. 1997-1999 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინიციატივა -საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროგრამა, ევროპის საბჭო და მსოფლიო ბანკი-ექსპერტი. 1998-2000 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი- მსოფლიო ბანკის პროგრამა -ექსპერტი. 2000- დღემდე ICOMOS საქართველო, წევრი. 2000-2005 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციოს ცენტრი, აღმასრულებელი დირექტორი (www.heritage.ge). 2000- დღემდე საქართველოს წმინდა მიწის ასოციაცია, წევრი. 2002- დღემდე ქართული სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრი, დირექტორატის წევრი. 2003-2008 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უცხოეთში ქართული კულტურის ძეგლთა კვლევის კომისია, წევრი. 2000-2008 SpaetantikeArchaeologie und ByzantinischeKunstgeschichte E.V., სამეცნიერო საზოგადოების წევრი. 2000-2007 ArbeitsgemeinschaftChristlicheArchaeologiezurErforschung der Spatantiken, Frumittelalterlichen und ByzantinishenKultur, სამეცნიერო საზოგადოების წევრი. 2004-2007 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. 2006-2007 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე. 2008 წლის 31 იანვრიდან - 2008 წლის 2 ნოემბრამდე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 2009-2013 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი. 2013 წლიდან დღემდე საქართველოს აგარარული უნივერსიტეტის მუზეუმის მენეჯერი. 2014 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ცენტრის: "კულტურული მემკვიდრეობა და გარემო"-ს დირექტორი.

1997- 2004 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი, პედაგოგი; 1998-2000 შოთა რუსთაველის თეარტისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი,ხელოვნების ისტორიის პედაგოგი; 1991-2004 თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია , ქართული ხელოვნების ისტორიის პედაგოგი; 1991-1998 თბილისის სასულიერო აკადემია, პედაგოგი; 1990- 2008 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი (1990-1993 თანაშემწე, 1993-1997 უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1997 -2008 უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი); 1987-1990 საქართველოს საენციკლოპედიო გამოცემა „ ქართულ ძეგლთა აღწერილობა“ თანაავტორი;

ჰყავს მეუღლე დიანა ბოლოთაშვილი, ორი ქალიშვილი და ვაჟი.

გამოფენები

რედაქტირება
  • 1997-1998 — ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ კულტურული მემკვიდრეობის პროგრამის საანგარიშო გამოფენა;
  • 1997 — „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“ ფოტოგამოფენა/მსოფლიო ბანკის ოფისი, ვაშინგტონი. ორგანიზატორი;
  • 1998 — „ ქართული ხელოვნება“ ფოტოგამოფენა/ საფრანგეთი. ავტორი;
  • 2000 — „სამცხე-ჯავახეთის უცნობი ძეგლები“/ახალციხის მუზეუმი. ორგანიზატორი;
  • 2001 — „საქართველო და წმ. მიწა იერუსალიმი“ (იერუსალიმი). (ავტორი და ორგანიზატორი);

პუბლიკაციები

რედაქტირება
  • 1992 — „გარემო და შუა საუკუნეების ქართული ნაგებობა“ // ჟურნალი "ლიტერატურა და ხელოვნება", #3.
  • 1992 — „ქოროღოს ეკლესია და მისი მაშენებლები”//ჟურნალი "ლიტერატურა და ხელოვნება", #2;
  • 1993 — „არტოზანის წმ. შიოს ეკლესია“ // საქ. მეცნიერებათა აკადემიის "მაცნე",#3-4;
  • 1994 — არგვეთის IX – X საუკუნეების უცნობი სიძველეები // გ. ჩუბინაშვილის ისტორიისა და ხელოვნების ინსტიტუტის XXX სამეცნიერო სესია;
  • 1995 — კატალოგი : ტაო-კლარჯეთის არქიტექტურა და მხატვრობა (დ. ხოშტარია და მ. დიდებულიძესთან ერთად);
  • 1996 — ტონთიოს ეკლესიის დათარიღებისათვის // "ძეგლის მეგობარი", #2;
  • 1996 — ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია // "საქართველოს საპატრიარქოს მაცნე", #2-3;
  • 1997 — Some Peculiarities of the Artistic Rendering of the Inner Space in the Aisless Vaulted Churces, DzeglisMegobari (Friend of Monuments), 1997, II;
  • 1997 — მელქისედეკ კათოლიკოსის მიერ აგებული ტონთიოს ეკლესიია // "ძეგლის მეგობარი", #4.
  • 1997,1998 — ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ კულტურული მემკვიდრეობის პროგრამის საანგარიშო კრებულების გამომცემელი;
  • 2000 — VIII-IX საუკუნეების სამცხის არქიტექტურა // "ასპინძა", #1
  • 2000 — „ჯავახეთი“ -ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი (თანაავტორი და რედაქტორი);
  • 2001 — გამოფენის კატალოგის „საქართველო და წმ. მიწა იერუსალიმი“ რედაქტორი (იერუსალიმი);
  • 2002 — ერთი უცნობი მოვლენის შესახებ ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში //“საქართველოს სიძველენი“ 1;
  • 2003 — მასალები „ნიმუშისა და ასლის“ საკითხის შესწავლისათვის ქართულ ხუროთმოძღვრებაში“//“საქართველოს სიძველენი“ 2;
  • 2003 — ქართველთა სააღმშენებლო მოღვაწეობა წმინდა მიწაზე“ //“აკადემია“ #5;
  • 2004 — Die unbekannteAltertümerausdemhistorischenTrialeti, Surtaketi und Argweti. თბილისი.
  • 2002-2009 — ჟურნალი „საქართველოს სიძველენი“, გამომცემელი და რედაქტორი;
  • 2013 — “ბუნებისა და ადამიანის თანაშემოქმედება“ //წინგი „უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა“ აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი 2012;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება