სივილ ჯორჯია
„სივილ ჯორჯია“ — საინფორმაციო ვებ-გვერდი საქართველოში, რომელიც 2001 წელს დაფუძნდა, როგორც საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტი. გვერდის მთავარი რედაქტორია ოთარ კობახიძე. „Civil.ge“ 2001 წლიდან დღემდე საქართველოს ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.
სივილ ჯორჯია საინფორმაციო ვებ-გვერდი Civil.ge | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ვებ–გვერდი: | civil.ge |
დაფუძნდა | 2001 |
რედაქტორ(ებ)ი | ოთარ კობახიძე |
დონორები
რედაქტირებასაქართველოს გაეროს ასოციაცია – სივილ ჯორჯიას მშობელი ორგანიზაციაა და კვლავაც ფარავს საოპერაციო ხარჯების დიდ ნაწილს. 2018 წლის ოქტომბრიდან სივილ ჯორჯიას აფინანსებს დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) ამერიკის შეერთებულ შტატების კერძო, არამომგებიანი ფონდია, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდასა და განვითარებას ემსახურება.
სივილ ჯორჯიაზე საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილ ქვე-პროექტს მხარს უჭერს ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES), გერმანიის უძველესი პოლიტიკური ფონდი, რომელიც 1925 წელს მისი დაარსებიდან სოციალ-დემოკრატიულ ტრადიციას ემსახურება. თავისუფლება, სამართლიანობა და სოლიდარობა – ფონდის საკვანძო ღირებულებებია.
წარსული დონორები
რედაქტირებაშესაძლებლობების მშენებლობისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM), ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის მიერ. მათი დაფინასება სივილ ჯორჯიას საშუალებას აძლევს გააფართოვოს კონფლიქტური რეგიონებიდან ახალი ამბების მიმოხილვა.