ალექსანდრე ჩიკვაიძე

ალექსანდრე ჩიკვაიძე (დ. 19 იანვარი, 1932, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 8 მარტი, 2012, იქვე) — საბჭოთა დიპლომატი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.[1] იყო დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დაინიშნა თენგიზ სიგუას მიერ, 1992 წლის თებერვალში.[2] გააგრძელა ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში მუშაობა, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი დაბრუნდა საქართველოში 1992 წლის მარტში და აქტიურად მოღვაწეობდა 1995 წლის დეკემბერამდე.

ალექსანდრე ჩიკვაიძე
ალექსანდრე ჩიკვაიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 თებერვალი, 1992 – 31 დეკემბერი, 1995
წინამორბედიმურმან ომანიძე
მემკვიდრეირაკლი მენაღარიშვილი

დაბადებული19 იანვარი, 1932
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი8 მარტი, 2012 (80 წლის)
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასკკპ
მამადავით ჩიკვაიძე
დედათამარ ჩიკვაიძე
მეუღლეზაირა მშვენიერაძე
შვილებიდავითი და ალექსანდრე
განათლებამოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი, სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია, სკკპ ცენტრალური კომიტეტის სოციალურ მეცნიერებათა აკადემია
სამეცნიერო ხარისხიისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
პროფესიაიურისტი, დიპლომატი, ისტორიკოსი
საქმიანობაპოლიტიკოსი
ჯილდოებისაქართველოს ღირსების ორდენი

მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, 1992 წლის 31 ივლისს, საქართველო გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 179-ე წევრი,[3] ამ გზით საქართველომ მოკლე პერიოდში შეძლო ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება სხვა სახელმწიფოებთან და ამავდროულად ინტეგრაცია უმეტეს საერთაშორისო ორგანიზაციაში. ჩიკვაიძემ იკისრა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, დაეყენებინა იმ პერიოდში ყველაზე მწვავედ მდგარი საქართველოს შიდა კონფლიქტების პრობლემა (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) საერთაშორისო დღის წესრიგში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ევროპის საბჭოს და გაერო-ს უშიშროების საბჭომ აქტიურად ჩარია პრობლემის მოგვარებაში. ამავე პერიოდში ჩაიკვაიძე მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთის მთავრობასთან, რათა ესარგებლა მათი გავლენით ამ კონფლიქტების მოგვარებაში.[4] ჩიკვაიძემ ნატოსთან საქართველოს ურთიერთობა 1994 წლის მარტში პარტნიორობა მშვიდობისთვის“ დოკუმენტის ხელმოწერით გახსნა.[5] საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ჩიკვაიძე იყო საქართველოს ელჩი საბერძნეთში,[6] შვეიცარიაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში ჟენევაში, 1996-2005 წლებში.[7] მან 2005 წლის ივნისში აქტიური დიპლომატიური სამსახურისგან გაითავისუფლა თავი.

ადრეული ცხოვრება და ოჯახი

რედაქტირება

ჩიკვაიძე დაიბადა 1932 წლის 19 იანვარს თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში. იგი იყო ეკონომისტის, თამარ ჩიკვაიძისა (კობიაშვილი) და საქართველოს ეროვნული ქორეოგრაფიის მაღალკვალიფიციურ შემსრულებლის, დავით ჩიკვაიძის ერთადერთი შვილი, [7] დავით ჩაიკვაიძე მოგვიანებით, ქართული ფილარმონიის დირექტორის მოადგილედაც მუშაობდა.[8] მისი დიდი ბიძა, კალისტრატე ჩიკვაიძე იყო ცნობილი იურისტი, პოლიტიკური ფიგურა და ქველმოქმედი საქართველოს მეოცე საუკუნის დასაწყისში ქუთაისში.[9] მისი ბებია დედის მხირდან, ბარბარა კობიაშვილი და მისი დედის ბაბუა ჯოზეფ კობიაშვილი, მოსამართლე. პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იყვნენ და დიდი როლი შეასრულეს მის ადრეულ განათლებაში.[10]

ჩიკვაიძის ოჯახი ცხოვრობდა მოკრძალებულად, მიუხედავად ამისა, მისმა მშობლება ყველაფერი იღონეს, რათა მას მიეღო განათლება ინგლისურსა და მუსიკაში, რაც საკმაოდ დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სსრკ-ში.[11]

1956 წელს ჩიკვაიძე დაქორწინდა ზაირა მშვენიერაძეზე, ჰიდროელექტრო ინჟინერზე. მათ ჰყავდათ ორი ვაჟი, დავითი (დ. 1958) და ალექსანდრე (1963-2006),[7] ორი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი.

განათლება

რედაქტირება

ჩიკვაიძემ დაამთავრა თბილისის №1 საშუალო სკოლა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის შესწავლა დაიწყო, რომელიც 1955 წელს დაასრულა თანაკურელ მიხეილ გორბაჩოვთან ერთად.[12] 1960-იან წლებში, იგი ეუფლებოდა ინგლისურს თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში, ფრანგულს — ბომბეიში, ფრანგულ ალიანსში. (1980-იან წლებში ჰააგაში ელჩობის დროს, მან ასევე შეისწავლა ნიდერლანდური ენა) და 1966 წელს მიიღო სამეცნიერო ხარისხი ისტორიაში მოსკოვის სახელმწიფო სოციალურ მეცნიერებათა აკადემიაში. 1976 წელს სრული პროფესორის ტიტული მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გამოაქვეყნა თავისი დისერტაცია წიგნად „ბრიტანეთის კაბინეტი მეორე მსოფლიო ომის პირას“ (რუსულ ენაზე), რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ომამდელი პერიოდის არქივებზე. 1978 წელს მონაწილეობა მიიღო სსრკ-ს დიპლომატიური აკადემიის უმაღლეს თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილ ორ წლიან საერთაშორისო ურთიერთობების კურსში, რომლის დასრულებაც მან მხოლოდ ერთ წელიწადში შეძლო და 1979 წელს სან-ფრანცისკოში სსრკ-ს გენერალური კონსულად დასახელდა.[13]

პოლიტიკური და დიპლომატიური კარიერა

რედაქტირება

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩიკვაიძე სამსახურის გარეშე აღმოჩნდა. ჩიკვაიძე მალე საქართველოში დაბრუნდა, სადაც, როგორც იგი იხსენებდა, „დაიწყო საკმაოდ მოსაწყენი მუშაობა მომკავშირში“. 1956 წლის აპრილში დაინიშნა კომკავშირის კომიტეტის მდივნად თბილისის აეროპორტში, 1956 წლის მაისში კომკავშირის კომიტეტის მდივნად თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1961 წელს კი დაინიშნა, თბილისის კომკავშირის კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე.[14] 1964-1966 წლებში მოსკოვში საბჭოთა კავშირის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიაში მისი სამაგისტრო სწავლის შემდეგ, ჩიკვაიძე მოკლე დროით თბილისში დაბრუნდა ქართული კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტში, მაგრამ მალევე 1967 წელს დატოვა საქართველო ოჯახთან ერთად და დაინიშნა ბომბეიში, ინდოეთში სსრკ-ს გენერალური საკონსულოს კულტურის საკითხებში ვიცე-კონსულად.[15] 1969 წლის დასაწყისში ჩიკვაიძე სსრ კავშირის საელჩოს პირველ მდივნად დაინიშნა ლონდონში, მისი კომპეტენციის სფეროს კულტურის საკითხები და საზოგადოებრივი დიპლომატია წარმოადგენდა. იგი 1972 წლის სექტემბერში თბილისში დაბრუნდა და 1973 წლის დასაწყისში დაინიშნა საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ადმინისტრაციული და კომერციულ ორგანოს ხელმძღვანელად.[13]

1973-1977 წლებში ჩიკვაიძე საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის ორჯონიკიძის საოლქო კომისიის პირველი მდივანი გახდა და 1977 წლიდან 1978 წლის სექტემბრამე მუშაობდა საქართველოს საგამომცემლო, პოლიგრაფიისა და წიგნის ვაჭრობის მინისტრად.[7]

1979 წელს სან-ფრანცისკოში სსრკ-ს გენერალური კონსულად დასახელდა. მის ჩამოსვლას სან-ფრანცისკოში მოჰყვა საბჭოთა კავშირის შეჭრა ავღანეთში[16]. მიუხედავად ცივი ომისა, მისი საქმიანობის დასარულს ჩაიკვაიძემ აშშ-ს მხირდან საკმაოდ საპატიო გაცილება დაიმსახურა[17]

1983 წლის 1 მაისიდან 1985 წლის 1 მაისამდე იყო საბჭოთა კავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კენიაში[15] მოსკოვში დაბრუნდა, როგორც სსრკ-ს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დიპლომატიური დანიშვნების განყოფილების უფროსი.

1988 წელს ჩიკვაიძე ინიშნება საბჭოთა კავშირის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნიდერლანდების სამეფოში.[15] 1992 წლის 1 იანვრიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩიკვაიძე კვლავ რჩებოდა პოსტზე, ამჯერად რუსეთის ფედერაციის ელჩის რანგში.[18]

1992 წლის თებერვალში ჩიკვაიძე დაინიშნა ვიცე-პრემიერად და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. 1992-1995 წლებში ჩიკვაიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა.[7]

1996 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ ედუარდ შევარდნაძემ იგი საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გადაიყვანა. ხოლო 2002 წელს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად შვეიცარიაში და საქართველოს მუდმივ წარმომადგენელად გაეროს ოფისში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჟენევაში.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ალექსანდრე ჩიკვაიძე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-12. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2018.
  2. NRK Handelsblatt, Dinsdag, februari 25, 1992
  3. უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 763 (1992); გაეროს რეზოლუცია A / 46/241 1992 წლის 31 ივლისი; ახალგაზრდა ივერიელი, 8 აგვისტო 1992 წ. (ახალგაზრდა ივერიელის გაზეთი, თბილისი, 1992 წლის 8 აგვისტო)
  4. FBIS-SOV-93-163, 1993 წლის 3 აგვისტო; გენერალური მდივნის მოხსენება უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 849 (1993) თანახმად, S / 26250, 1993 წლის 6 აგვისტო; FBIS-SOV-93-163, 1993 წლის 25 აგვისტო; FBIS-SOV-93-184, 1993 წლის 24 სექტემბერი; სახელმწიფო დეპარტამენტის დეპარტამენტი, 1994 წლის 9 მაისი
  5. Deepening Relations with Georgia, NATO, 2011.
  6. ბერძნული დიპლომატიური ცხოვრება, აპრილი 1996
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 ვინ არის ვინ 2006 წელს, გვ. 520
  8. Чикваидзе, А., На изломе истории. СССР-Россия-Грузия, გვ 21
  9. ქუთაისი, 28 დეკემბერი 1989 წ
  10. Чикваидзе, А., На изломе истории. СССР-Россия-Грузия, p 22-23
  11. Чикваидзе, А., На изломе истории. СССР-Россия-Грузия, პ 21-22
  12. Чикваидзе, А., На изломе истории. СССР-Россия-Грузия, გვ 26
  13. 13.0 13.1 ვინ არის ვინ საქართველოში 2001-2002, გვ. 368
  14. Чикваидзе, А., На изломе истории. СССР-Россия-Грузия, გვ 27
  15. 15.0 15.1 15.2 ვინ არის მსოფლიო 1996 წელს, გვ. 236
  16. სან ფრანცისკო ქრონიკა, 1 ნოემბერი, 1979
  17. Чикваидзе, А., На изломе истории. СССР-Россия-Грузия, გვ 77
  18. Чикваидзе, А., На изломе истории. СССР-Россия-Грузия, გვ 18