თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: TBS, ICAO: UGTB) — საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი საქართველოს დედაქალაქ თბილისში. მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრით არის დაშორებული. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კავკასიის რეგიონის მთავარ კომერციულ და სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენს. აკავშირებს რა, საქართველოს მთელს მსოფლიოსთან, თბილისის აეროპორტი მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს. თბილისის აეროპორტის მახლობლად მდებარეობს სატვირთო მომსახურების სამი კერძო კომპანია: კარგო სერვისი, ლასარე და საქართველოს კარიბჭე. ეს კომპანიები უზრუნველყოფენ საბაჟო მომსახურებას; ტვირთის დამუშავებას სპეციალური ტექნიკის საშუალებით.[2]
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
| ||||
---|---|---|---|---|
ინფორმაცია
| ||||
ტიპი | სამოქალაქო | |||
მფლობელი | საქართველო | |||
ოპერატორი | TAV Georgia | |||
ემსახურება | თბილისი | |||
ადგილმდებარეობა | თბილისი | |||
სიმაღლე ზდ | 495 | |||
კოორდინატები | 41°40′09″ ჩ. გ. 044°57′17″ ა. გ. / 41.66917° ჩ. გ. 44.95472° ა. გ. | |||
ვებ-გვერდი | www.airport-tbilisi.com | |||
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
| ||||
ნომერი | ზომები | საფარი | ||
13R/31L | 3,000 | ბეტონი | ||
13L/31R | 2,500 | ასფალტი/ბეტონი | ||
ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი
| ||||
ნომერი | ზომები | საფარი | ||
H1 | 30 | ასფალტი/ბეტონი | ||
წყარო: Georgian AIP at EUROCONTROL[1] |
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2005 წლის 31 ოქტომბრიდან შ.პ.ს. TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება. მას შემდეგ რაც აშენდა ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომლის მშენებლობაც 2007 წლის 7 თებერვალს დაიწყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სწრაფად განვითარდა, რაც საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არა მარტო 1.5 მილიონიანი დედქალაქის მთავარი შესასვლელი და გასასვლელი წერტილია, არამედ მთელი ქვეყნის. ტერმინალის მოწყობა ხელს უწყობს მგზავრთა ბარგით გადაადგილებას ავტოსადგომიდან გამგზავრების კარებამდე. თბილისის აეროპორტი ასევე უზრუნველყოფს თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვებას, აფრენას. გააჩნია მანევრირების ტერიტორიაზე ფართო ასაფრენი ბილიკი, ბაქანი და სამიმმოსვლო გზები.[3]
რეგულარულ სამარშრუტო ხაზს თბილისი-აეროპორტი-თბილისი ემსახურება მუნიციპალური ავტობუსი #337, რომლის გაჩერებაც მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელთან. ავტობუსი აეროპორტიდან ყოველ ნახევარ საათში გადის და მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია.[4] თბილისის აეროპორტში ტაქსის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ჩამოფრენის დარბაზიდან გასვლისთანავე. აქ ტაქსები 24 საათის განმავლობაში არიან განლაგებულნი. ქალაქის ცენტრამდე მგზავრობა 20-30 წუთი გრძელდება, ხოლო მგზავრობის ტარიფი ქალაქის ცენტრამდე 25 ლარს შეადგენს.[5]
თბილისის აეროპორტის ავტოსადგომი მაქსიმალურად არის აღჭურვილი მომხმარებლის ყველა მოთხოვნის შესაბამისად. სამგზავრო ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომს 2 შესასვლელი და 2 გასასვლელი აქვს. სადგომზე ავტომობილების შესვლა ხორციელდება ავტომატური ბარიერის გავლის საშუალებით. ავტოსადგომი გათვლილია 370 ავტომობილზე. ავტოსადგომით სარგებლობა ფასიანია. საფასურის გადახდა ხდება სადგომიდან გასვლის დროს გასასვლელთან მდებარე გადახდის ჯიხურში. მთავარი ავტოსადგომის გარდა, ტერმინალის მარჯვენა მხარეს განთავსებულია მეორე ავტოსადგომი, რომელიც განსაზღვრულია იმ მგზავრებისათვის და მათ დამხვედრთათვის, ვინც სარგებლობს პრაიმკლასის სერვისით.[6]
2015 წლის 30 ივნისს, თბილისის საკრებულომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიანიჭა.[7]
სტატისტიკა
რედაქტირება2007 წელს, აეროპორტი მოემსახურა 615,873 მგზავრს, რაც 2006 წელთან შედარებით 8.5%-ით მეტი იყო.[8] ავიაგადაფრენების რაოდენობამ 18.7%-ით მოიმატა.[9] 2009 წელს, აეროპორტი მოემსახურა 702,916 მგზავრს და გადაზიდა 12,245 ტონა ტვირთი, 2010 წელს აეროპორტმა 822,772 მგზავრი გადაიყვანა,[10] ხოლო 2013 წელს — 1,436,046 მგზავრი.
წელი | მგზავრთა რაოდენობა | ცვლილება წინა წლებთან შედარებით |
---|---|---|
2005 | ||
2006 | 3.7% | |
2007 | 8.5% | |
2008 | 16.1% | |
2009 | 1.7% | |
2010 | 17.1% | |
2011 | 28.7% | |
2012 | 15.2% | |
2013 | 17.8% | |
2014 | 9.7% | |
2015 | 17.25% | |
2016 | 21.95% | |
2017 | 40.5% | |
2018 | ||
2019 | 3.06% | |
2020 | 84.02% | |
2021 |
ავიაკომპანიები და მიმართულებები
რედაქტირებასტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნ. დუმბაძე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თბილისის აეროპორტის ოფიციალური საიტი. დაარქივებული 2018-09-11 საიტზე Wayback Machine.
- Airport database with extended search functions (ინგლისურად) დაარქივებული 2007-03-15 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ EAD Basic
- ↑ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-21. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
- ↑ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-21. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
- ↑ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-21. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
- ↑ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-21. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
- ↑ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2014-08-12.
- ↑ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა
- ↑ ACI Europe Ranking of European Airports for 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2014-08-13.
- ↑ Tbilisi Airport passenger and aircraft movement increases for 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-24. ციტირების თარიღი: 2014-08-13.
- ↑ 10.0 10.1 Tbilisi Airport - Airport Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-16. ციტირების თარიღი: 2014-08-13.
- ↑ Georgian Civil Aviation Agency - Number of Passengers Served. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-08. ციტირების თარიღი: 2014-08-13.
- ↑ tbilisiairport.com - Tbilisi Airport Profile (p.15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-28. ციტირების თარიღი: 2014-08-13.
- ↑ „Тбилисский международный аэропорт обслужил в 2013 году 1 436 046 пассажиров“. "Бизнес Грузия". 15 January 2014. ციტირების თარიღი: 16 January 2014.
- ↑ Aeroflot resumes service to Tbilisi from October 2014.
- ↑ L, J (19 February 2015). „Air Astana Adds Seasonal Astana – Tbilisi Link June – August 2015“. Airline Route. ციტირების თარიღი: 20 February 2015.
- ↑ Timetable. Mouzenidis Travel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 9 April 2015.
- ↑ „Flydubai launches Tbilisi flights“.
- ↑ Where We Fly - Yerevan. Georgian Airways. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 19 May 2015.
- ↑ Scheduled Flight Search. Pegasus Airlines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 29 May 2012.
- ↑ L, J (2 December 2015). „Sun D’Or Adds New Seasonal Weekly Service in S16“. Airline Route. ციტირების თარიღი: 2 December 2015.
- ↑ „Tbilisi and Batumi airports to welcome Tel Aviv flights“. eTurboNews, Inc. 27 January 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 29 January 2016.
- ↑ L, J (24 June 2015). „Ural Airlines Expands Georgia Flights from July 2015“. Airline Route. ციტირების თარიღი: 24 June 2015.
- ↑ „Yanair возобновит рейсы Киев-Тбилиси“. avianews.com by Aviation Today. 26 May 2015. ციტირების თარიღი: 26 May 2015.