ჰააგა
ჰააგა (’s-Gravenhage, სიტყვასიტყვით - გრაფის მესერი, იშვიათად Den Haag) — ქალაქი ნიდერლანდებში, სამეფო კარისა და მთავრობის რეზიდენცია. სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა - 977 ათასი მცხოვრები (გარეუბნებიანად, 2004). წყაროებში პირველად იხსენიება 1097 წელს. XVI საუკუნის დამლევიდან გენერალური შტატების სხდომების ადგილია. XIX საუკუნის დამდეგს მიიღო ქალაქის სტატუსი. XVII საუკუნის II ნახევრიდან აქ ჩატარდა მრავალი საერთაშორისო კონფერენცია - I ინტერნაციონალური კონგრესი (1872), ჰააგის კონფერენცია 1922, ჰააგის კონფერენცია რეპარაციების საკითხში 1929-1930 და სხვ. 1940-იდან 1945 მაისამდე ოკუპირებული იყო გერმანიის ფაშისტთა ჯარების მიერ. საერთაშორისო სასამართლოს ადგილსამყოფელი. ჰააგა დიდი სატრანსპორტო კვანძია. არხებით, საავტომობილო გზებითა და რკინიგზით უკავშირდება ამსტერდამს, როტერდამს და სხვა ქალაქებს. მასთან ფაქტობრივად შეერთებულია ზღვისპირა კურორტი და თევზსაჭერი ნავსადგური სხევენინგენი (ჩრდილოეთის ზღვა). ჰააგა ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია. ქალაქში თავმოყრილია კვების, მსუბუქი მრეწველობის, რადიო- და ტელეაპარატურის, ელექტრონული მოწყობილობის, სატელეფონო და სატელეგრაფო აპარატურის დიდი საწარმოები; გარეუბანში - საავიაციო ქარხნები. ამზადებენ ხის, მინისა და სხვა მხატვრულ ნაკეთობებს. ჰააგაში განლაგებულია სავაჭრო და სამრეწველო ფირმების გამგეობები, მომსახურების სფეროს მრავალი დაწესებულება, სამეცნიერო საზოგადოებები, სახელმწიფო არქივო და ბიბლიოთეკა, სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემია, მუზეუმები.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჰააგა ნიდერლ. 's-Gravenhage | |||||
| |||||
ქვეყანა | ნიდერლანდები | ||||
კოორდინატები | 52°04′48″ ჩ. გ. 4°18′36″ ა. გ. / 52.08000° ჩ. გ. 4.31000° ა. გ. | ||||
მმართველი | Jan van Zanen | ||||
დაარსდა | XIII საუკუნე | ||||
ფართობი | 98.12 კმ², 98.13 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 548 320 (1 იანვარი, 2021)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | ცენტრალური ევროპის დრო | ||||
სატელეფონო კოდი | 070 | ||||
საფოსტო ინდექსი | 2491–2599 | ||||
ოფიციალური საიტი | https://denhaag.nl | ||||
ქალაქის ქუჩების სწორკუთხა ქსელი მოდერნიზებულია და გაფართოებულია თავისუფლად დაგეგმარებული ახალი რაიონებით (1908-1909, არქიტექტორი ჰ. ბერლაგე; 1935, არქიტექტორი ვ. დიუდოკი). ხუროთმოძღვრული ძეგლები:
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 582.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kerncijfers wijken en buurten 2021 — 2021.