თამარ ბერუჩაშვილი

თამარ ბერუჩაშვილი (დ. 9 აპრილი, 1961, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში 2004 წლის 17 თებერვლიდან 27 დეკემბრამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2014-2015 წლებში. საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში 2016-2020 წლებში. საქართველოს ელჩი რუმინეთში 2021 წლიდან დღემდე.

თამარ ბერუჩაშვილი
თამარ ბერუჩაშვილი
საქართველოს ელჩი რუმინეთში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა24 ნოემბერი, 2021
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედინიკოლოზ ნიკოლოზიშვილი

საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
მარტი, 2016 – აპრილი, 2020
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
წინამორბედირევაზ გაჩეჩილაძე
მემკვიდრესოფიო ქაცარავა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ნოემბერი, 2014 – 1 სექტემბერი, 2015
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიმაია ფანჯიკიძე
მემკვიდრეგიორგი კვირიკაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი, 2004 – 27 დეკემბერი, 2004
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეგიორგი ბარამიძე

დაბადებული9 აპრილი, 1961
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებამოსკოვის პ. ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი;
ინდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
კარლტონის უნივერსიტეტი (ოტავა);
ლიმერიკის უნივერსიტეტი (ირლანდია)
პროფესიაქიმიკოსი, ფიზიკოსი, პედაგოგი, თარჯიმანი, დიპლომატი

განათლება

რედაქტირება

1978-1985 წლებში სწავლობდა მოსკოვის პ. ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ასევე უცხო ენათა ფაკულტეტზე (ფრანგული ენა). კვალიფიკაცია — ქიმიკოსი — მკვლევარი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, თარჯიმანი.

1996-1998 წლებში სწავლობდა აშშ-ში, ბლუმინგტონში, ინდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო და შედარებითი ურთიერთობების ფაკულტეტზე. 1998 წელს მიიღო საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MPA).

2002-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, ასპირანტურა. კვალიფიკაცია — ეკონომიკის დოქტორი.

2002-2006 წლებში სწავლობდა კარლტონის უნივერსიტეტში (ოტავა, კანადა). პროფესიონალური ტრენინგი — კომერციული დიპლომატია.

1992-1993 წლებში სწავლობდა ლიმერიკის უნივერსიტეტში (ლიმერიკი, ირლანდია). პროფესიონალური ტრენინგი — ევროპათმცოდნეობა და ინგლისური ენა.

1991-1992 წლებში იუნესკოს საერთაშორისო მენეჯმენტის ცენტრი — თბილისი, საქართველო. პროფესიონალური ტრენინგი — მენეჯმენტი, საერთაშორისო ურთიერთობები.

საქმიანობა

რედაქტირება

1986-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში; მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1992 წლებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტში.

1992-1994 წლებში იყო საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს ადმინისტრატორი.

1994-1996 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

1997 წლის მაისიდან აგვისტომდე ანალიტიკოსად მუშაობდა ვაშინგტონში დოქტორ ზბიგნევ ბზეჟინსკის ოფისიში.

1998 წლის ივნის-აგვისტოში იყო საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე.

1998-2000 წლებში იყო საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.

2000 წლის მაისიდან 2003 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის თებრვლამდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ.

2004 თებერვლიდან დეკემბრამდე იყო სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

2004 წლის დეკემბრიდან 2010 წლის დეკემბრამდე იყო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

2011 წლის იანვრიდან 2012 წლის ნოემბრამდე იყო ვიცე-პრემიერის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი.

2012 წლის ნოემბრიდან მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ.

2013 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 11 ნოემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2014 წლის 11 ნოემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
მაია ფანჯიკიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
2014-2015
შემდეგი:
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედი:
თანამდებობა შეიქმნა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
2004
შემდეგი:
გიორგი ბარამიძე