კელი დეგნანი (ინგლ. Kelly Colleen Degnan) — ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველი.[1] დეგნანი იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ და კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მსახურობდა. 2019 წლის 4 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარადგინა.[1]

კელი დეგნანი
კელი დეგნანი
აშშ-ს ელჩი საქართველოში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა31 იანვარი, 2020
წინამორბედიიან კელი
მემკვიდრერობინ დანიგენი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 იანვარი, 2017 – 1 ოქტომბერი, 2017

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 იანვარი, 2017 – 1 ოქტომბერი, 2017

ადრეული წლები რედაქტირება

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ კელი დეგნანი აქტიურ და წარმატებულ სამართლებრივ კარიერას ეწეოდა. სახელმწიფო დეპარტამენტში გადასვლამდე ხუთი წლის განმავლობაში დეგნანი მიკრონეზიის ფედერაციული შტატებისა და პალაუს რესპუბლიკის სამართლებრივი მრჩეველი იყო. დეგნანი ასევე არის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ბაკალავრი.[2]

ელჩი საქართველოში რედაქტირება

წარდგენა და მოსმენა სენატში რედაქტირება

2019 წლის 29 ოქტომბერს[3] აშშ-ის სენატში გაიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის, კელი დეგნანის, მოსმენა. სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას დიპლომატმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის ნაყოფიერ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ ელჩად დანიშვნის შემთხვევაში იმუშავებს ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად.[4] მოსმენისას დეგნანმა გაიხსენა თურქეთში მისი მსახურობის დროს რუსეთის აგრეისია საქართველოს წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ პროცესს. ელჩობის კანდიდატმა ასევე გაიხსენა საკუთრი გამოცდილება ნატოში, სადაც, მისი თქმით, „საქართველო იყო და არის პარტნიორი“.

მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სამხედრო კონტინგენტის ყოფნას ავღანეთში, ასევე საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონში.[4]

კელი დეგნანი საქართველოში 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.[5]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

დეგნანი საუბრობს იტალიურ, თურქულ, ინგლისურ და ურდუ ენებზე.

სქოლიო რედაქტირება