საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსაქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო.

მთავრობის სასახლე

ისტორიარედაქტირება

1992 წლის იანვარში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დათხოვნილ იქნა სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით და მალევე დაიშალა. ახალი წარმომადგენლობითი ორგანო — პარლამენტი არჩეულ იქნა 1992 წლის ნოემბერში. [შენიშვნა 1]

მოწვევებირედაქტირება

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეებირედაქტირება

1990 წლის ნოემბერში საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი დაიშალა, როგორც სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში, და მისი ფუნქციები გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს. ამგვარად, ორიგინალური დასახელებით, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 1990-1991 წლებში შინაარსით ძალიან განსხვავდებოდა იმავე დასახელების თანამდებობისგან 1990 წლამდე.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!

ქართულ ენაზე შეცვლილი სახელწოდებარედაქტირება

საქართველოს სსრ მთავარ საკანონმდებლო ორგანოს, 1937 წელს მიღებული კონსტიტუციის პირვანდელი რედაქციით ეწოდა „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო“, თუმცა 1938 წელს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით სიტყვა „უზენაესი“ ჩანაცვლდა „უმაღლესით“, ამასთან სახელწოდება რუსულ ენაზე სახელწოდება (რუს. «Верховный Совет») არ შეცვლილა. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებაში ვკითხულობთ:

 
„საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციის ტექსტში ჩაწერილი იყო სიტყვები: „უზენაესი საბჭო“, „უზენაესი სასამართლო“ რადგან სიტყვა „უზენაესი“ თანამედროვე მეტყველებაში მკვდარია და სიტყვის „უმაღლესი“-ს ცნებას ნათლად ვერ გამოხატავს, იგი შეიცვალა სიტყვით „უმაღლესი“. ამრიგად, სესიის დადგენილების შემდეგ ყველგან იწერება არა „უზენაესი საბჭო“ ან „უზენაესი სასამართლო“, არამედ „უმაღლესი საბჭო“, უმაღლესი სასამართლო“ და ა.შ.“

1989 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით (თავი 13. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო), უმაღლეს საბჭოს კვლავ ეწოდა — უზენაესი საბჭო.[3]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

შენიშვნარედაქტირება

  1. სამხედრო საბჭომ 1992 წლის 21 თებერვალს აღდგენილად გამოაცხადა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და 1992 წლის 4 ნოემბერს დანიშნა საპარლამენტო არჩევნები.

წყარორედაქტირება