დამასკოს უნივერსიტეტი
დამასკოს უნივერსიტეტი (არაბ. جامعة دمشق,)—სირიის უდიდესი და უძველესი უნივერსიტეტი. მდებარეობს დედაქალაქ დამასკოში. მას აქვს კამპუსები სირიის სხვა ქალაქებში. უნივერსიტეტი დაარსდა 1923 წელს სამედიცინო სკოლის (დაარსდა 1903 წელს) და სამართლის ინსტიტუტის (დაარსდა 1913 წელს)გაერთიანების საფუძველზე. 1958 წლამდე მას სირიის უნივერსიტეტს უწოდებდნენ, მაგრამ ალეპოს უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ სახელი შეიცვალა. სირიას აქვს ცხრა საჯარო უნივერსიტეტი და ათზე მეტი კერძო. 2011 წელს სირიის ომის დაწყებამდე დამასკოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი იყო ახლო აღმოსავლეთში.
დამასკოს უნივერსიტეტის შემადგენლობაში რამდენიმე ფაკულტეტია, მაღალი და საშუალო დონის ინსტიტუტები და საექთნო სკოლა. ერთ-ერთი საგანმანათლებლო და ყველაზე დიდი დაწესებულებაა არაბულ სამყაროში, რომელიც სპეციალიზებულია უცხოელებისათვის არაბული ენის სწავლებაზე.[2]
ისტორია
რედაქტირება1901 წელს დამასკოში სამედიცინო სკოლა დაარსდა, რომელიც გაიხსნა 1903 წელს. ის უნივერსიტეტის ბირთვს წარმოადგენს. სკოლას ჰქონდა სამედიცინო და ფარმაცევტული განყოფილებები. სწავლება მიმდინარეობდა თურქულ ენაზე.
1913 წელს ბეირუთში გაიხსნა იურიდიული სკოლა, სადაც მასწავლებელთა უმეტესობა არაბი იყო, ხოლო სწავლების ენა იყო არაბული. ეს სკოლა შემდეგ გადავიდა დამასკოში 1914 წელს, როდესაც სამედიცინო სკოლა ბეირუთში გადავიდა. შემდეგ, პირველი მსოფლიო ომის ბოლო წლებში, იურიდიული სკოლა ბეირუთში დაბრუნდა.
ამის შემდეგ დამასკოში გაიხსნა სამედიცინო ინსტიტუტი 1919 წლის იანვრის დასაწყისში და იმავე წლის სექტემბერში- სამართლის სკოლა.
1946 წლიდან უნივერსიტეტი აღარ შემოიფარგლა მხოლოდ სამედიცინო და იურიდიული ინსტიტუტებით, არამედ შეიქმნა ფაკულტეტები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სხვა საგნებში.
1958 წელს მიიღეს ახალი კანონი, რომელიც არეგულირებს არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონების უნივერსიტეტების საქმიანობას. "სირიის უნივერსიტეტის" უწოდეს "დამასკოს უნივერსიტეტი".ამავე დროს შეიქმნა მეორე უნივერსიტეტი ჩრდილოეთში სახელწოდებით "ალეპოს უნივერსიტეტი". [3]
1959 წელს დამასკოში დაარსდა სახვითი ხელოვნების კოლეჯი, რომელიც დამასკოს უნივერსიტეტის ნაწილი გახდა 1972 წელს. [4][5]
სტრუქტურა
რედაქტირებაშეთავაზებული ხარისხები
რედაქტირებადამასკოს უნივერსიტეტს აქვს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა 4-დან 6 წლამდეა. თითოეული აკადემიური დისციპლინიდან გამომდინარე. სამაგისტრო პროგრამები აერთიანებს სასწავლო კურსს და კვლევას და ორიდან სამ წლამდეა. გარკვეულ ვითარებაში, სწავლის დამატებითი მეოთხე წელი შეიძლება დამტკიცდეს უნივერსიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაკულტეტის საბჭოს წარდგენის საფუძველზე. სადოქტორო ხარისხი მთლიანად კვლევითი პროგრამას მოიცავს. კვლევის პერიოდი უნივერსიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, არანაკლებ ორი და არაუმეტეს ხუთი წელია. ფაკულტეტის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე [6] თუმცა ზოგიერთ ფაკულტეტი - მაგალითად, ხელოვნებისა და ინგლისური ლიტერატურის - არ ანიჭებს სადოქტორო ხარისხს.
ფაკულტეტები
რედაქტირება- სამედიცინო: დაარსდა 1903 წელს.
- ფარმაცევტული: დაარსდა 1903 წელს.
- სტომატოლოგია: დაარსდა 1921 წელს.
- ინფორმაციული ტექნოლოგიები: დაარსდა 1994 წელს.
- სამოქალაქო ინჟინერია: დაარსდა 1961 წელს.
- მანქანათმშენებლობა და ელექტროტექნიკა: დაარსდა 1963 წელს.
- ეკონომიკა: დაარსდა 1956 წელს.
- ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები: დაარსდა 1928 წელს.
- განათლება: დაარსდა 1946 წელს.
- სოფლის მეურნეობა: დაარსდა 1963 წელს.
- ისლამური იურისპრუდენცია: დაარსდა 1954 წელს.
- არქიტექტურა: დაარსდა 1960 წელს.
- მეცნიერებები
- სახვითი ხელოვნება:დაარსდა 1960 წელს.
- პოლიტოლოგია: დაარსდა 1979 წელს.
- იურისპრუდენცია: დაარსდა 1913 წელს.
- ტურიზმი
უმაღლესი სასწავლებლები
რედაქტირება- ლაზერული კვლევებისა და გამოყენების უმაღლესი ინსტიტუტი
- ადმინისტრაციული განვითარების უმაღლესი ინსტიტუტი
- სეისმოლოგიური კვლევების უმაღლესი ინსტიტუტი
- ენების უმაღლესი ინსტიტუტი
- თარგმანისა და ინტერპრეტაციის უმაღლესი ინსტიტუტი
დამასკოს უნივერსიტეტის არაბული ენის ინსტიტუტი აღიარებულია არაბული ენის შესწავლის საუკეთესო ცენტრად მსოფლიოში არაარაბი სტუდენტებისათვის. არაბული ენის ინსტიტუტის პედაგოგები კლასიკური არაბული ენის ერთგულები არიან, მაშინ როცა ეგვიპტის და იორდანიის სასწავლებლებში უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ დიალექტებს.
ტექნიკური ინსტიტუტები
რედაქტირება- ბიზნესის ადმინისტრირებისა და მარკეტინგის ტექნიკური ინსტიტუტი: შემდეგი მიმართულებებით: ბიზნესის ადმინისტრირება - მარკეტინგი - საზოგადოებასთან ურთიერთობა.
- საბანკო და ფინანსურ მეცნიერებათა ტექნიკური ინსტიტუტი: (ადრე ცნობილი როგორც "კომერციული ინსტიტუტი", გთავაზობთ დიპლომებს შემდეგ დარგებში: ბუღალტერია - ფინანსური ბაზრები - საბანკო საქმე. საუკეთესო სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ განათლება გააგრძელონ ეკონომიკის ფაკულტეტზე.)
- მედიცინის ტექნიკური ინსტიტუტი
- სტომატოლოგიის ტექნიკური ინსტიტუტი
- საინჟინრო ტექნიკური ინსტიტუტი
- ელექტროენერგიისა და მექანიკის ტექნიკური ინსტიტუტი
- კომპიუტერულ მეცნიერებათა ტექნიკური ინსტიტუტი
- სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტი
2012 წლის 13 ნოემბერს პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა გამოსცა განკარგულება დამასკოს უნივერსიტეტის ფილიალის გახსნის შესახებ კუნეიტრაში- გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქში.[7]
ღია სწავლება
რედაქტირებაღია სასწავლო ცენტრი მსურველებს სთავაზობს ხარისხს შემდეგ სპეციალობებში:
- იურიდიული კვლევა
- კომპიუტერი და ინფორმატიკა
- მცირე და შუალედური პროექტები
- ინგლისური ენა
ბიბლიოთეკა
რედაქტირებადამასკოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დაარსდა 1903 წელს (სამედიცინო ბიუროს დაარსებით) [8]. 2011 წლის მონაცემებით, ბიბლიოთეკაში ინახება 169,000 ტომი და 3,830 პერიოდულ გამოცემები.[9]
უნივერსიტეტის საავადმყოფოები
რედაქტირებაუნივერსიტეტი მართავს რვა საავადმყოფოს:
- ალ-ასადის უნივერსიტეტის საავადმყოფო
- ალ მუვასატის საუნივერსიტეტო საავადმყოფო
- მეან-გინეკოლოგიის საუნივერსიტეტო საავადმყოფო
- კარდიოქირურგიის საუნივერსიტეტო საავადმყოფო
- დერმატოლოგიისა და ვენერიული დაავადებების საუნივერსიტეტო კლინიკა
- ბავშვთა საუნივერსიტეტო საავადმყოფო
- ალ ბირუნის საუნივერსიტეტო საავადმყოფო
- პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის საავადმყოფო
- კარიერის სახელმძღვანელო და შესაძლებლობების განვითარების ცენტრები
- ბიზნეს კლინიკები (შაბაბ დამასკო)
ლოგო
რედაქტირებადამასკოს უნივერსიტეტის ემბლემა ასახავს მეცნიერების მნიშვნელობას და ადამიანის დაუსრულებელ მისწრაფბას ცოდნისადმი. აგრეთვე დამასკოს კონფიდენციალურობას სამეცნიერო დარგებისა და მეცნიერების განვითარებაში.
ჟოლოს ფერი, რომელისაც დამასკოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი იყენებს ხელმოწერისათვის, გამოხატავს უნივერსიტეტის უნიკალურობას.
ნათურა ცოდნის სიმბოლოა სხვადასხვა კულტურაში, იგი ასხივებს ცოდნისა და მეცნიერების შუქს. უნივერსიტეტის დევიზია ყურანის ფრაზა: "ბრძანე ჩემო, უფალო, გამამდიდრე ცოდნით".[10]
გამორჩეული კურსდამთავრებულები
რედაქტირებადამასკოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის არიან უცხოელი პრეზიდენტები- პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და ტუნისის ლიდერი- რაშიდ განოუში.
ასევე გამორჩეული კურსდამთავრებულები არიან:
- ხალედ ალ ასაადი - სირიელი არქეოლოგი და ანტიკური ქალაქის პალმირას სიძველეების განყოფილების ხელმძღვანელი.
- მუჰამედ ალ-იაკუბი - სირიის ისლამური სწავლული და რელიგიური ლიდერი
- რაშა აბასი - მწერალი და ჟურნალისტი
- ჯილს კლარკი - ინგლისისა და უელსის კრიკეტის საბჭოს თავმჯდომარე[11]
- კოლეტ ხური - სირიელი მწერალი
- დინა კატაბი არის სირიელი პროფესორი MIT– ის ელექტრო და კომპიუტერულ მეცნიერებათა განყოფილებაში და MIT უსადენო ცენტრის დირექტორი
- ჯორგი ბუშტინი - უნგრეთის ელჩი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე
- საიდ ალ-ავღანი - ყოფილი სტუდენტი, შემდეგ პროფესორი და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი
- აბდელსალამ ალ-მაჯალი - იორდანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
- რიად ისმატი - სირიელი დიპლომატი, მწერალი და თეატრის რეჟისორი
- ჯორჯ პერსი, პერსის გრაფი - ბრიტანელი ბიზნესმენი და ნორთუმბერლენდის საჰერცოგოს მემკვიდრე
- გერჰარდ შრედერი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერი, საპატიო დოქტორი
- ნიზარ ქაბანი სირიელი პოეტი, მწერალი და დიპლომატია, ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი იურისპრუდენციაში
- აბას ალ-ნური სირიელი მსახიობი, მწერალი, რეჟისორი და სატელევიზიო პიროვნებაა, რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი ისტორიაში
- დურაიდ ლაჰამი არის სირიელი მსახიობი, მწერალი, რეჟისორი და ტელეწამყვანი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარ. ისხი ქიმიასა და ფიზიკაში
- ფარუკ ალ-შარაა სირიელი პოლიტიკოსი და დიპლომატია, სირიის ვიცე-პრეზიდენტი, მიენიჭა ხელოვნების ბაკალავრის დიპლომი. ინგლისურ ლიტერატურაში.
- არეფ დელილა სირიელი ეკონომისტი და პოლიტიკოსია, რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი. ეკონომიკაში.
- ალი ფარზატი სირიელი კარიკატურისტი და მხატვარია, რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი. ვიზუალურ ხელოვნებაში
- იბრაჰიმ მუღრაბი ფეხბურთის თავდამსხმელია, რომელიც სწავლის გასაგრძელებლად საბერძნეთში გადასვლამდე იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.
- ჟორჟ ტარაბიჩი - გამოჩენილი სირიელი მწერალი.
- იმრან რაზა ანსარი - პოლიტიკოსი, შიიტი სასულიერო პირი და მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ჯამუ ქაშმირში.
- ლუი კაიალი- თანამედროვე სირიელიმხატვარი.
- მარვან კასაბ-ბაჩი - სირიული წარმოშობის გერმანელი მხატვარი.
- აბდულ ჰალიმ ხადამი იყო სირიის ვიცე-პრეზიდენტი და ლიბანის "უმაღლესი კომისარი" 1984 წლიდან 2005 წლამდე.
- მუსტაფა აქად - სირიელი ამერიკელი კინოპროდიუსერი და რეჟისორი.
- ნაზიმ ალ-ქუდსი - სირიელი პოლიტიკოსი. იკავებდა სირიის პრეზიდენტის თანამდებობას 1961-1963 წლებში.
- ნურედინ ალ-ატასი - სირიის ყოფილი პრეზიდენტი.
- მაჰმუდ ზუაბი - იყო სირიის პრემიერ-მინისტრი 1987-დან 2000 წლამდე
- მუჰამედ მუსტაფა მერო - სირიის ყოფილი პრემიერ მინისტრი 2000-დან 2003 წლამდე.
- ბაშირ ალ-აზმა - სირიის პრემიერ მინისტრი, შემდეგ კი მინისტრი არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში (UAR).
- ფარუკ ალ-შარაა - 1984 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრად, როდესაც იგი გახდა სირიის ვიცე-პრეზიდენტი.
- ჟორჟ საბრა - სირიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი.
- ჰაიტჰამ ალ-მალეჰი არის სირიელი ადამიანის უფლებათა დამცველი და ყოფილი მოსამართლე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურა სირიაშ.
- შადია ჰაბაი - სირიელი ამერიკელი ასტრონომი და ფიზიკოსი.
- ღადა ალ-სამმანი - სირიელი მწერალი, ჟურნალისტი და მწერალი.
- ომარ ალგაბრა - კანადის პარლამენტის წევრი
- სადიქ ჯალალ ალ-აზმი - თანამედროვე ევროპული ფილოსოფიის პროფესორი.
- ღასან კანაფანი- პალესტინელი მწერალი და პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის (PFLP) წამყვანი წევრი.
- სირინ ჰამშო - სირიელი ინჟინერი და გამომგონებელი.
- ხალიდ ბაქდაში - სირიის კომუნისტური პარტიის ლიდერი და "არაბული კომუნიზმის დეკანი".
- აკრამ ალ ჰავრანი - არაბთა სოციალისტური ბაასის პარტიის თანადამფუძნებელი და არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი.
- ომარ ბაქრი მუჰამედი- სირიელი ისლამისტი სალაფიტების მეთაურია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "President of Damascus University". Damasuniv.edu.sy. Archived from the original[მკვდარი ბმული] on 25 August 2015. Retrieved 25 August 2015.
- ↑ Spender, Tom (10 May 2005). "A new 'Mecca of Arabic studies'?". The Christian Science Monitor. Retrieved 31 March 2007.
- ↑ "Historical Background". Damasuniv.edu.sy. Archived from the original on 25 August 2015. Retrieved 25 August2015.
- ↑ Lloyd, Fran (1999). Contemporary Arab Women's Art: Dialogues of the Present. London: Women's Art Library. p. 82. ISBN 1-902770-005.[მკვდარი ბმული]
- ↑ Bloom, Jonathan; Blair, Sheila, eds. (2009). The Grove Encyclopedia of Islamic Art and Architecture. New York: Oxford University Press. p. 261. ISBN 978-0-19-530991-1.[მკვდარი ბმული]
- ↑ "Degrees Structure of Studies"[მკვდარი ბმული]. Damasuniv.edu.sy. Retrieved 25 August 2015.
- ↑ "Nassr, M.; Ghossoun (13 November 2012). "President Bashar al-Assad decrees on establishing branch for Damascus University in Quneitra". Syrian Arab News Agency. Archived from the original on 16 November 2012. Retrieved 13 November 2012.
- ↑ Basima Bezirgan (1994), "Near East since 1920", Encyclopedia of Library History, New York: Garland Pub., ISBN 0824057872[მკვდარი ბმული], OL 1397830M, 0824057872
- ↑ World Guide to Libraries (25th ed.), De Gruyter Saur, 2011
- ↑ "The logo of Damascus University".[მკვდარი ბმული] Damasuniv.edu.sy. Retrieved 25 August 2015.
- ↑ Hoult, Nick (30 January 2016). "Giles Clarke to leave England and Wales Cricket Board in bid to become International Cricket Council chairman".[მკვდარი ბმული]