ძამანარსე
ძამანარსე — ქართლის მეფე, გურგენის შემდეგ (523–535). სპარსთა მომძლავრებისაგან შეწუხებული ძამანარსე, მეუღლე-დედოფალისა და დარბაზისერთა თანხლებით, კონსტანტინოპოლს ეწვია და კეისარ იუსტინიანეს კავშირი და მეგობრობა სთხოვა. კეისარი დიდი სიხარულით შეხვდა ამ თხოვნას და დიდძალი ძღვენითაც გამოისტუმრა სტუმრები; მაგრამ ბიზანტიასთან სიახლოვემ ვერ უშველა ძამანარსეს. სპარსელებმა ქართლში მეფობა გააუქმეს და „მარზპანობა“ შემოიღეს.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სანიკიძე, ლევან, სანიკიძე, გუბაზ, უბის ისტორია : ნაწილი I, თბილისი: „სამშობლო“, 1992. — გვ. 15.