გოლიათი
გოლიათი — ბიბლიური პერსონაჟი, ფილისტინელი მეომარი, პალესტინის წინარე ბუმბერაზ მოსახლეთა – რეფაიმთა შთამომავალი, რომელიც ორთაბრძოლაში შურდულით დაამარცხა ყრმა დავითმა, ისრაელის მომავალმა მეფემ, და სირცხვილისგან იხსნა თავისი ხალხი (I მეფეთა, 17, 4).
ქართულ ენაში სიტყვა „გოლიათი“ ბიბლიის გავლენით განსაკუთრებულად დიდი ტანის ადამიანის მნიშვნელობით დამკვიდრდა; მაგ., „ქართლის ცხოვრებაში“ გოლიათებად მოიხსენიებიან ქართველთა მეფეები: ადერკი („ტანით დიდი და გოლიათი“) და ამაზასპი („კაცი ძლიერი და გოლიათი“), ასევე ბაყათარ ოვსი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 84.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რუხაძე, გრიგოლ. საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8