ამზასპ I

(გადამისამართდა გვერდიდან ამაზასპ I)
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამაზასპი.

ამაზასპ I/ ამზასპ Iმითრიდატე I-ის ძე. ქართული წყაროების მიხედვით, ქართლის მეფე II საუკუნის I ნახევარში, მეფობდა „ორმეფობის“ დროს დეროკთან ერთად. ფარსმან II ქველის მამა.

ამაზასპ I
არმაზის იბერიის მეფე
მმართ. წლები: 103116[1]
103113[2]
119128[3]
96116[4][5]
120-იანი წლები[6]
106116[7]
დინასტია: არშაკუნიანები

პროფესორი კირილ თუმანოვი, მის მმართველობას 106–116 წლებით ათარიღებს და თვლის, რომ ის შვილი და მემკვიდრეა იბერიის მეფის, მითრიდატე I-ის — ცნობილი ეპიგრაფიული წყაროდან როგორც რომაელი მოკავშირე. კირილ თუმანოვი ამაზასპს აიგივებს ვესპასიანეს არმაზის სტელაზე მოხსენიებულ ამასასპთან[8] და სერაფიტას სტელაზე მოხსენიებულ ქსეფარნუგთან.

ქართულ ქრონიკებსა და ქართველ ისტორიკოსთა შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები მეფე ამაზასპ I-თან დაკავშირებით – თუ იბერიის სამეფოს რომელ ნაწილს მართავდა, ვინ იყო მისი წინამორბედი და მომდევნო მონარქი. ლეონტი მროველის „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“ ძალზე მცირე ინფორმაციას გვაწვდის ამაზასპის შესახებ. წყარო მხოლოდ მიუთითებს, რომ მეთოთხმეტე მეფეები, ამაზასპი (103116) და დეროკი (103113) იყვნენ ძენი აზორკისა და არმაზელისა, არშაკუნიანები. მათ შემდეგ კი მეფობდნენ მათი შვილები: არმაზს – ფარსმან ქველი და შიდა ქართლს – მირდატი.

მარი ფელისიტე ბროსე დასძენს, რომ ქართლოსიდი ამაზასპი მეფობდა 10 წლის განმავლობაში, 103-დან 113 წლამდე, მცხეთის იბერიის მეფე, დეროკთან ერთად. იგი იზიარებს ლეონტი მროველის თეზისს, რომ ამაზასპს ჰყავდა ერთი ძე: ფარსმან II. თუმცა, ბევრ თანამედროვე მეცნიერს იბერიის დიარქია ლეგენდად მიაჩნია და მეფედ მხოლოდ ამაზასპს თვლის.

ისტორიული წყაროებირედაქტირება

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ (შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან)[9]
 
„იე~. და მეფობდა იმიერ ამაზასპ და ამიერ -- დერუკ.“
ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“[10]
 
მეთოთხმეტე მეფენი, ამაზასპ და დეროკ, ძენი აზორკ და არმაზელისნი, არშაკუნიანნი
და შემდგომად მათსა მეფობდეს შვილნი მათნი: არმაზს - ფარსმან ქუელი და შინა ქართლსა - მირდატ.“
ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ძველი ისტორია“[11]
 
იდ. მეფენი ამზასპ და დეროკ ი წელი მეფეს
და მეფენი იქმნენ მცხეთას არმაზელის ძე ამზასპ და არმაზს აზორქის ძე დეროკ. ხოლო მეფობდნენ ესენი უშფოთველად და შემდგომად მოკუდნენ დასაბამით წჲბ, ქესა რიგ, ქარ ტჟზ.“
თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“[12]
 
„ႨႤ. დეროკ I, ძეჲ აზორკ I-სა და ამზასპ პირველი, ძეჲ არმაზელ I-სა.“
სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“[13][14]
 
„15. ამზასპ I“
პავლე ინგოროყვა «ძველი ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია»[15]
 
„17. მეფე ამაზასპ I
17-ა. თანა-მეფე (არმაზელი პიტიახში): ადერუკ“
კირილ თუმანოვი „იბერიის ადრეული მეფეების ქრონოლოგია“[16]
 
„12. ამაზასპ I (ლათ. Amazaspus I)“
წინამორბედი:
აზორკი
ქართლის მეფე
103116 [17]
შემდეგი:
ფარსმან II ქუელი
წინამორბედი:
არმაზელი
საქართველოს მეფე
103113 [18][19]
შემდეგი:
მირდატ I
წინამორბედი:
არმაზელი
ივერიის მეფე
119128 [20]
შემდეგი:
მირდატ I
წინამორბედი:
მირდატ II (აზორკი)
არმაზ-მცხეთის მეფე
96116 [21][22]
შემდეგი:
ფარსმან II
წინამორბედი:
ფარნუკ I = ხსე-ფარნუგ
მითრიდატე I
იბერიის მეფე
120-იანი წლები
106116
შემდეგი:
ფარსმან III ქველი[23]
ფარსმან II ქველი[24]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970, გვ. 524-525;
  • Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959;
  • მელიქიშვილი გ., ქსე, ტ. 1, გვ. 347, თბ., 1975
  1. „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
  2. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  3. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  4. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემა. ტფილისი. ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", მუხრანის ქ. №12. 1911
  5. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მეორე გამოცემა. ქუთაისი. ქ. შ. წ.-კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა. 1915
  6. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  7. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“
  8. ვესპასიანეს წარწერა
  9. მოქცევაჲ ქართლისაჲ (შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან)
  10. ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“
  11. საქართველოს ძველი ისტორია
  12. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  13. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემა. ტფილისი. ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", მუხრანის ქ. №12. 1911
  14. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მეორე გამოცემა. ქუთაისი. ქ. შ. წ.-კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა. 1915
  15. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  16. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“
  17. „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
  18. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  19. საქართველოს ძველი ისტორია
  20. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  21. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემა. ტფილისი. ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", მუხრანის ქ. №12. 1911
  22. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მეორე გამოცემა. ქუთაისი. ქ. შ. წ.-კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა. 1915
  23. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  24. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“