დაჩი (ქართლის მეფე)
დაჩი (გ. 506) — ქართლის მეფე VI საუკუნის დამდეგს, ვახტანგ I გორგასლის ძე პირველი ცოლის, ირანელი ქალის ბალენდუხტისაგან. უჯარმაში იზრდებოდა და ცნობილია უჯარმელის ზედწოდებით. ჯუანშერის ცნობით, დაჩიმ დაასრულა ვახტანგ გორგასლის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და მამის ანდერძის თანახმად სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა, მცხეთა დარჩა საკათალიკოსო ცენტრად. მის დროს თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენდა მარიამწმიდის ეკლესია.
დაჩი | |
---|---|
იბერიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 494 |
მმართ. დასასრული: | 506 |
წინამორბედი: | ვახტანგ I გორგასალი |
მემკვიდრე: | ბაკურ IV |
გარდ. თარიღი: | 506 |
შვილები: | ბაკურ IV |
დინასტია: | ხოსროიანები |
მამა: | ვახტანგ I გორგასალი |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 410.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
წინამორბედი: ვახტანგ I გორგასალი |
იბერიის მეფე 494 - 506 |
შემდეგი: ბაკურ IV |