სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მითრიდატე.

მითრიდატე IIიბერიის მეფე, ფარსმან I-ის ძე. მეფობდა 70-96 წლებში.[1] იხსენიება 75 წლით დათარიღებულ ვესპასიანეს არმაზის სტელაზე, რომელიც 1867 წელს მცხეთის მახლობლად იპოვეს. მასში ნათქვამია, რომ იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან I-სა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელ მეგობარს, რომის იმპერატორებმა ვესპასიანემ ციხის გალავანი გაუმაგრა. მეფობდა რომის იმპერატორების, ვესპასიანეს, ტიტუსის და დომიციანეს დროს. მითრიდატე II იხსენიება აგრეთვე არმაზისხევის სამაროვანზე, 1940 წელს აღმოჩენილ ერთენოვან „არმაზულ“ წარწერაში, როგორც იბერთა „მეფე დიდი, ძე ფარსმანისა, დიდი მეფისა“. აქვე, ლაპარაკია მისი მეთაურობით იბერთა მიერ მოპოვებულ გამარჯვებებზე.

მითრიდატე II არც ლეონტი მროველთან და არც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.[2]სერგი გორგაძის აზრით მითრიდატე II და აზორკი ერთიდაიგივე პიროვნებაა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება