სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფარსმანი.

ფარსმან IIIქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის დასაწყისში. ლეონტი მროველის მიხედვით მეფე ღადამის ძე. მამის გარდაცვალებისას იგი 1 წლის იყო და, ფაქტობრივად, ქვეყნის გამგებელი გახდა მისი დედა ღადანა. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ფარსმანი გამეფდა და ეყოლა ძე ამაზასპი.[5]

ფარსმან III
იბერიის მეფე
მმართ. წლები: 146–182[1]
165–191[2]
146–164[3]
135–185[4]
წინამორბედი: ღადამი
ღადანა
მემკვიდრე: ამაზასპ II/ამზასპ II
შვილები: ამაზასპი
დინასტია: ფარნავაზიანები
მამა: ღადამი
დედა: ღადანა

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. გ.
  2. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წელსა. გვ. 217.
  3. სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის. ქუთაისი, 1915 წ. გვ. 84.
  4. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“. The Third Pharnabazid Dynasty: 15. Pharasmanes/Pfarsman III. pp. 16, 17.
  5. ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 28, ISBN 99928-58-36-2.
წინამორბედი:
ღადამი
იბერიის მეფე
146–182
შემდეგი:
ამაზასპ II
წინამორბედი:
ღადანა