ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გუარამიდების დინასტია ან გუარამიანი[1] – ხოსროიდთა სამეფო სახლის უმცროსი შტო (ქართლი, აღმოსავლეთ საქართველო). ისინი იბერიას მართავდნენ როგორც წარმომადგენლობითი ბატონები (ერისმთავრები) 588–627, 684–748 და 779/780–786, და სამ მათგანს ბიზანტიის საიმპერატორო კარისგან კურაპალატის უმაღლესი ტიტული მიენიჭა.

იბერიის მეფეთა და ერისმთავართა გენეალოგიური ცხრილი VI-დან IX საუკუნემდე, კირილ თუმანოვის მიხედვით.

ეს შტო წარმოიშვა ლეონისგან[2], იბერიის მეფე ვახტანგ I-ის და მისი მეორე მეუღლის, ბიზანტიის იმპერატორის ნათესავის, ელენეს ძისგან (485/6). ლეომ და მისმა ძმამ მიჰრდატმა მიიღო იბერიის სამეფოს დასავლეთ ნაწილი, კლარჯეთის, ოძრხეს და წუნდის დასავლეთის ნახევრის ჩათვლით, თუმცა, მალე მათ, უფროსი ხოსროიდული ხაზის მიერ წაერთვათ ხელისუფლება და დარჩნენ კლარჯეთის და ჯავახეთის ერისმთავრებად. დაწყებული ლეოს შვილიდან, გუარამ I-დან (588–590 წ.წ.), ამ საგვარეულო სახლის წევრები იყვნენ მმართველი იბერიის ერისმთავრები 588–627, 684–748 და 779/780–786 წ.წ. სამ მათგანს ბიზანტიის საიმპერატორო კარისგან კურაპალატის უმაღლესი ტიტული მიენიჭა, რაც ჩვეულებრივი პატივისცემის გამომხატველ მეგობრულ ჟეშტს წარმოადგენდა უცხოელი მმართველებისთვის.

გუარამიდები ქორწინების გზით დაკავშირებული იყვნენ წამყვან ქართულ საბატონო ოჯახებთან – ხოსროიდებთან, ნერსიანიდებთან და ბაგრატიონებთან. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გუარამ III-ის (779/780-786) ქალიშვილის ქორწინებამ, ბაგრატუნის დევნილ უფლისწულ ვასაკთან, ახალი ბაგრატიონთა დინასტია წარმოშვა, რომელიც შემდგომში გახდა ბოლო და ყველაზე ხანგრძლივი მმართველი ოჯახი საქართველოში. გუარამიდების ხაზის გაუჩინარებამ VII საუკუნის ბოლოს საშუალება მისცა მათ ბიძაშვილებს, ბაგრატიდებს, მიეღოთ თავისი მემკვიდრეობა გუარამიდების ყოფილი საკუთრებიდან, როგორც კი ისინი თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

X საუკუნის ქართველი მემატიანე, სუმბატ დავითის ძე, თავის „ბაგრატიონთა ისტორიაში“ შეცდომით (ან მიზანმიმართულად) გუარამიდებს არსებითად ბაგრატიონებად მოიხსენიებს, რომლებიც თითქოს წმინდა მიწიდან მოვიდნენ ქართულ მიწებზე დასასახლებლად; ამ ვერსიამ ქართველ ბაგრატიონებს საშუალება მისცა პრეტენზია განეცხადებინათ ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის შესახებ, ბიბლიური მეფე დავითიდან.

აღნიშვნის ღირსია, გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ეპიზოდი, აშოტ კურაპალატის და გრიგოლ ხანძთელის საუბრიდან.

მაშინ კურაპალატმან ჰრქუა მამასა გრიგოლს:

მეფეთა ისრაჱლისათა ჟამად-ჟამად წინაჲსწარმეტყუელი აღუდგინის ღმერთმან სიქადულად მათა და ზღუდედ შჯულისა, და შესაწევნელად მორწმუნეთა და სამხილებელად ურწმუნოთა, ეგრჱთვე ჟამთა ჩუენთა შენ გამოგაჩინა ღმერთმან ქრისტეანეთა სიქადულად, და რაჲთა მარადის იღუწიდე ჩუენთჳს წმიდითა ლოცვითა შენითა წინაშე ქრისტჱსა და წმიდათა მისთა.[3]

ხოლო მან ჰრქუა:

დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათჳსცა ამას მოგაჴსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე.[3]

იბერიის მმართველი გუარამიდები

რედაქტირება
  1. The dynastic name "Guaramids" is a modern designation introduced by Professor Cyril Toumanoff based on Prince Vakhushti's reference to the dynasty as Guaramiani. It is not universally accepted among the Georgian historians, but is commonly used in the English-language literature.
  2. Iberia between Chrosroid and Bagratid Rule by Cyril Toumanoff. This study appears as part IV of Toumanoff's Studies in Christian Caucasian History (Georgetown, 1963), TABLE OF THE KINGS AND PRINCES OF IBERIA FROM THE SIXTH TO THE NINTH CENTURY and Bibliography.
  3. 3.0 3.1 გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. თავი XI.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Toumanoff, Cyril. Introduction to Christian Caucasian History, II: States and Dynasties of the Formative Period. Traditio 17 (1961).
  • Rapp, Stephen H. (2003), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts. Peeters Bvba ISBN 90-429-1318-5
  • Rapp, Stephen H., Sumbat Davitis-dze and the Vocabulary of Political Authority in the Era of Georgian Unification. Journal of the American Oriental Society, Vol. 120, No. 4 (Oct.-Dec., 2000), pp. 570–576.
  • Кауфман И. М. Русские энциклопедии. Вып. 1. Общие энциклопедии. — М., 1960. — 103 с.
  • Игорь Жарков. «Жанровая структура Энциклопедического словаря Ф. А. Брокгауза — И. А. Ефрона, 1890−1907» (диссертация). 2000
  • Зыков Дмитрий. Про энциклопедию Брокгауза и беспамятную собаку // Наука и жизнь. — 2014. — № 11. — С. 85—89.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გუარამიდები“-დან