ქართლის საერისმთავრო

ფეოდალური სახელმწიფო ადრეული შუა საუკუნეების საქართველოში. იგი არსებობდა მეექვსე-მეცხრე საუკ

ქართლის საერისმთავრო — არისტოკრატიული მმართველობა ქართლში, VI და IX საუკუნეებს შორის, როდესაც ქართლში წამყვან პოლიტიკურ ძალაუფლებას ერისმთავარები ახორციელებდნენ. საერისმთავროს დაარსება 580 წელს სასანიანთა მიერ ადგილობრივი ხოსროიდების დინასტიის შევიწროვებას და იბერიის სამეფოს გაუქმებას უკავშირდება. 588 წელს ხოსროიანთა უმცროსი შტოს, გუარამიდების წარმომადგენელი, გუარამი პირველი ქართველი „კურაპალატი“ გახდა-მიიღო რა ეს ტიტული ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსისგან. მოგვიანებით 591 წელს სპარსელებმა სასანიდების იმპერიაში დაუშვეს ავტონომიური-ქართლის საერისმთავროს წარმოქმნა. საერისმთავრომ 888 წლამდე იარსება, როდესაც ქართლში მეფობა აღდგენილ იქნა ბაგრატიონთა დინასტიის წევრების მიერ. საერისმთავროს საზღვრები არ იყო სტაბილური, რამდენადაც ქართლის ხელმძღვანელი ერისმთავრები, მეზობელ სახელმწიფოებთან გაუთავებელ ომებში იყვნენ ჩართული და თითქმის მთელი ამ პერიოდის მანძილზე წინააღმდეგობას უწევდნენ სპარსელებს, ბიზანტიელებს, ხაზარებს, არაბებს და სხვადასხვა კავკასიელ მმართველებს.

იბერიის საერისმთავრო
ქართლის საერისმთავრო

588–888
 

 

 

დროშა

დედაქალაქი
ენები ქართველური
რელიგია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
მთავრობა საერისმთავრო
ისტორიული ერა ადრეული შუა საუკუნეები
 -  შეიქმნა 588
 -  არაბთა ბატონობის დამყარება 654
 -  არაბთა მიერ თბილისის დაპყრობა 736
 -  აბასიანთა სახალიფოს ბატონობა 786
 -  საერისმთავროს აღდგენა
ადარნასე II-ის მიერ
813
 -  ქართლის სამეფოს რესტავრაცია 888
დღეს ამ ტერიტორიაზე

საერისმთავროს მმართველობის პერიოდი იყო კულმინაციური საქართველოს ისტორიაში; ამ დროს მოხდა ქართული ქრისტიანული ეკლესიის საბოლოო ჩამოყალიბება, ლიტერატურული ტრადიციის პირველი აყვავება მშობლიურ ენაზე, ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულოს აღზევება, სხვადასხვა ფეოდალური ანკლავების, რომლებიც XI საუკუნის დასაწყისისთვის უნდა გაერთიანებულიყვნენ საქართველოს სამეფოში, კულტურული და პოლიტიკური გაერთიანების დასაწყისი.

როდესაც, 580 წელს, გარდაიცვალა ერთიანი იბერიის მეფე ბაკურ III, სპარსეთის სასანიდურ ხელისუფლებას, ჰორმიზდ IV-ის მეფობის დროს (579-590) მიეცა შესაძლებლობა გაეუქმებინა მონარქია იბერიაში.[1] იბერია გახდა სპარსეთის პროვინცია (სასანური ქართლი), მართული მარზპანის (გუბერნატორი) მიერ. იბერიელ დიდგვაროვნებს ამ ცვლილებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ,[1] და სამეფო სახლის მემკვიდრეები გადაიხვეწნენ თავისსავე მაღალმთიან ფორტიფიკაციულ სამფლობელოებში – ხოსროიდების მთავარი შტო კახეთში, ხოლო უმცროსი შტო, გუარამიდები, კლარჯეთსა და ჯავახეთში. თუმცა, პირდაპირმა სპარსულმა კონტროლმა გამოიწვია მძიმე გადასახადები და ზოროასტრიზმის გავრცელება, ენერგიული ხელშეწყობით, უპირატესად ქრისტიანულ ქვეყნებში. ამიტომ, 582 წელს აღმოსავლეთ რომის იმპერიის იმპერატორმა მავრიკიოსმა დაიწყო სამხედრო კამპანია სპარსეთის წინააღმდეგ, იბერიელმა დიდგვაროვნებმა მიმართეს მას მონარქიის აღდგენის თხოვნით. მავრიკიოსმა უპასუხა, და 588 წელს გამოგზავნა თავისი პროტეჟე გუარამი, გუარამიდების საგვარეულოდან, როგორც ახალი მმართველი იბერიაში. მიუხედავად ამისა, გუარამი არ იქნა კორონირებული როგორც მეფე, მაგრამ აღიარებულ იქნა ხელმძღვანელ ერისმთავრად და მიენიჭა კურაპალატის აღმოსავლეთ რომაული ტიტული. 591 წლის ბიზანტიურ-სასანიდური ხელშეკრულების მიხედვით დასტურდება შეთანხმება, მაგრამ იბერია, როგორც თბილისის ნაწილი დარჩა დაყოფილი რომაული და სასანიდური დომინირების ქვეშ.[1]

ამგვარად, საერისმთავროს ჩამოყალიბებამ გამოიწვია დინასტიური აღზევება იბერიაში და წარმოადგენდა კომპრომისულ გამოსავალს კავკასიის კონტროლისთვის, ბიზანტიურ-სასანიდური დაპირისპირების პირობებში. ქართლის ერისმთავრები, როგორც მთავარი ადგილობრივი პოლიტიკური ხელისუფლება, უნდა ყოფილიყვნენ დამტკიცებული და სანქცირებული კონსტანტინეპოლის კარის მხრიდან. ქართულ წყაროებში ისინი იწოდებიან სხვადასხვანაირად: ერისთავთ მთავარი, ერისმთავარი, ერისთავთერისთავი ან უბრალოდ ერისთავი. მრავალი მათგანი დამატებით იყო დაჯილდოებული სხვადასხვა რომაულ/ბიზანტიური ტიტულით. მაგალითად, თოთხმეტი ხელმძღვანელი ერისმთავრიდან რვა ფლობდა კურაპალატის ტიტულს, ერთ-ერთს ყველაზე უმაღლესს აღმოსავლეთ იმპერიაში.[2] თუმცა, შუასაუკუნეების ქართული ქრონიკები ნათლად გვაჩვენებენ, რომ ეს ერისთავები, მიუხედავად დიდებულების მხრიდან ლოიალობისა, შეზღუდული უფლებებით სარგებლობდნენ, რამდენადაც „მათ არ შეეძლოთ განედევნათ ქართლის ერისმთავრები თავიანთი საერისმთავროდან იმიტომ, რომ მათ გააჩნდათ სიგელები დიდი მეფის და იმპერატორისგან, მათი ერისმთავრობის დამადასტურებელი“.[1]

ქართლის საერისმთავროსთვის თავისი მფარველობის შეთავაზებით, ბიზანტიის იმპერატორები ცდილობდნენ შეეზღუდათ სასანიდური, და შემდეგ ისლამური გავლენა კავკასიაში, მაგრამ ქართლის ერისმთავრები არ იყვნენ მუდამ თანმიმდევრული მათი პრო-ბიზანტიური ხაზის და პოლიტიკური მოსაზრებების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხანდახან ცნობდნენ მოწინააღმდეგე რეგიონული იმპერიების პროტექტორატს.[3]

გუარამის მემკვიდრე, მეორე ხელმძღვანელი ერისმთავარი სტეფანოზ I, თავისი პოლიტიკით რეორიენტირებულ იქნა სპარსეთზე, დაყოფილი ქართლის შეერთების სურვილით, მაგრამ მას ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, როდესაც ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლე თავს დაესხა თბილისს 626 წელს.[4] ჰერაკლემ უფლებებში აღადგინა უფრო პრო-ბიზანტიური ხოსროიდების სახლი, რომელიც, მიუხედავად ამისა, იძულებულ იქნა ეღიარებინა ომაიანთა ხალიფას სუზერენიტეტი 640-ან წლებში, მაგრამ წარუმატებლად აღდგა არაბული ჰეგემონიის წინააღმდეგ 680-ან წლებში. ქართლის საერისმთავროზე უფლებების ჩამორთმევის შემდეგ, ხოსროიდები გადაიხვეწნენ თავის სამფლობელოში, კახეთში, სანამ საგვარეულო არსებობას შეწყვეტდა IX საუკუნის დასაწყისში. გუარამიდები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და შეეჯახნენ რთულ ამოცანას მანევრირებული (ლავირებული) ყოფილიყვნენ ბიზანტიელებსა და არაბებს შორის. არაბები, პირველ რიგში, შეშფოთებულნი ქალაქების და სავაჭრო გზების კონტროლის შენარჩუნებით, წაართვეს მას თბილისი, სადაც 730-ან წლებში დანიშნულ იქნა მუსლიმი ამირა. იბერიული დინასტია იმყოფებოდა უფლისციხეში, საიდანაც ახორციელებდა მხოლოდ შეზღუდულ ძალაუფლებას ადგილობრივ ქართველ საბატონოებზე, რომლებიც, გამაგრებულნი თავიანთ მთის ციხესიმაგრეებში, შეინარჩუნეს გარკვეული ხარისხის თავისუფლება არაბებისგან.[5] გუარამიდები მცირე ხნით შეცვალა ნერსიანიდებმა 748 და 779/80 წლებს შორის, და 786 წლისთვის საბოლოოდ შეწყვიტეს არსებობა. ამ წელს მოხდა აჯანყებული ქართველი დიდებულების სისხლიანი დევნა, ორგანიზებული კავკასიის არაბი მეფისნაცვლის (ვალი), ხუზაიმა იბნ ჰაზიმ ატ-ტამიმის (786-787, 803-806) მიერ[6]

გუარამიდების გაუჩინარებამ და ხოსროიდების თითქმის სრულმა გაქრობამ, მათ ენერგიულ ნათესავებს ბაგრატიონთა საგვარეულოდან საშუალება მისცა აშოტ I-ის (786/813–830) სახით, დაეტოვებინათ თავიანთი მემკვიდრეობა ქართლის ზოგიერთ ნაწილში. ბიზანტიის მფარველობამიღებული ბაგრატიონები, თავიანთ სამფლობელოში, ტაო-კლარჯეთის რეგიონში, ხელმძღვანელობდნენ კულტურულ აღორძინებას და ტერიტორიულ ექსპანსიონიზმს. [7] 888 წელს ბაგრატიონი ადარნასე IV, გამარჯვებული გრძელ დინასტიურ ბრძოლაში, შეძლო აღედგინა ქართული სამეფო ხელისუფლება, მიიღო რა საქართველოს მეფის ტიტული.[8]

ქართლის ხელმძღვანელი ერისმთავრები

რედაქტირება
სახელი ერისმთავრობის წლები დინასტია შენიშვნები
I. გუარამ I 588–~590 გუარამიანი ქართლის და ხოლარძენე-ჯავახეთის ერისმთავარი; კუროპალატი.
II. სტეფანოზ I ~590–627 გუარამიანი ქართლის და ხოლარძენე-ჯავახეთის ერისმთავარი.
III. ადარნასე I 627–637/642 ხოსროიანი ქართლის და კახეთის ერისმთავარი (580–637/42); პატრიციელი.
IV. სტეფანოზ II 637/642–~650 ხოსროიანი ქართლის და კახეთის ერისმთავარი; პატრიციელი.
V. ნერსე I (ადარნასე II) ~650–684 ხოსროიანი ქართლის და კახეთის ერისმთავარი; პატრიციელი
X კამსაკარანის სახლის პრინცესა.
VI. გუარამ II 684–~693 გუარამიანი ქართლის და ხოლარძენე-ჯავახეთის ერისმთავარი (627–~693); კუროპალატი.
VII. გუარამ III ~693–~748 გუარამიანი ქართლის და ხოლარძენე-ჯავახეთის ერისმთავარი; კუროპალატი.
VIII. ადარნასე III ~748–~760 ნერსიანი შიდა ქართლის ერისთავი; კუროპალატი.
IX. ნერსე II ~760–772, 775–779/780 ნერსიანი ქართლის ერისმთავარი.
X. სტეფანოზ III 779/780–786 გუარამიანი ქართლის და ხოლარძენე-ჯავახეთის ერისმთავარი.
ქართლის საერისმთავრო აბასიანთა სახალიფომ დაიკავა
XI. აშოტ I დიდი 813–830 ბაგრატიონი ტაო-კლარჯეთის ერისთავი (786-830);
ქართლის და ხოლარძენე-ჯავახეთის ერისმთავარი (807-830); კუროპალატი.
XII. ბაგრატ I 842/843–876 ბაგრატიონი კუროპალატი
XIII. დავით I 876–881 ბაგრატიონი კუროპალატი
XIV. გურგენ I (IV) 881–888 ბაგრატიონი კუროპალატი

ეს მმართველები მეფობდნენ როგორც ტიტულიანი ქართველთა მეფეები:

სახელი მეფობის წლები დინასტია შენიშვნები
1. ადარნასე IV (II) 888–923 ბაგრატიონი კუროპალატი (891-923)
2. დავით II 923–937 ბაგრატიონი მაგისტროსი
3. სუმბატ I 937–958 ბაგრატიონი კუროპალატი
4. ბაგრატ II 958–994 ბაგრატიონი
5. გურგენ II 994–1008 ბაგრატიონი მაგისტროსი
6. ბაგრატ III 1008–1014 ბაგრატიონი კუროპალატი[9].
ქართული სახელმწიფოს გაერთიანება.

გენეალოგია

რედაქტირება


ლიტერატურა

რედაქტირება
  • Cyril Toumanoff (1963), Studies in Christian Caucasian History. Georgetown University Press.
  • Ronald Grigor Suny (1994), The Making of the Georgian Nation: 2nd edition. Indiana University Press, ISBN 0-253-20915-3.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Suny, p. 25.
  2. Toumanoff, p. 388.
  3. Rapp, Stephen H., "Sumbat Davitis-dze and the Vocabulary of Political Authority in the Era of Georgian Unification", Journal of the American Oriental Society, 120.4 (October–December 2000), pp. 570-576.
  4. Suny, p. 26.
  5. Suny, p. 29.
  6. Suny, p. 28.
  7. ექსპანსიონიზმი. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  8. Suny, pp. 29-30.
  9. Iberia between Chrosroid and Bagratid Rule by Cyril Toumanoff. This study appears as part IV of Toumanoff's Studies in Christian Caucasian History (Georgetown, 1963), pp. 357-434.