ნერსიანიდები

(გადამისამართდა გვერდიდან ნერსიანი)

ნერსიანიდები ან ნერსიანიადრეული შუა საუკუნეების ქართული საბატონო ოჯახი. ასპარეზზე ჩნდებიან V საუკუნის ბოლოს, ქართლის მეფის, ვახტანგ I-ის მეფობის დროს (დაახ. 447–522), ისინი VIII საუკუნეში ფიგურირებენ როგორც შიდა ქართლის ერისთავები და ორჯერ მიაღწიეს, ადარნასე III-ის და მისი ძის, ნერსეს სახით, ქართლის ერისმთავრის (ერისთავი) ტიტულს დაახ. 748 და 779/80 წლებში. პირველი ადამიანი, დაკავებული ამ პოსტზე, ადარნასე, ამას გარდა ატარებდა, კურაპალატის უმაღლეს ბიზანტიურ ტიტულს.[1]

ოჯახი დაკავშირებულ იქნა წამყვან ქართულ საბატონო ოჯახთან, გუარამიდებთან, გუარამიდი გუარამ III-ის ძის ადარნასეს ასულზე ქორწინების გზით. მეორე მმართველი, ნერსიანი უფლისწული ნერსე, არაბებისგან იქნა ტახტიდან გადაყენებული, და მისი თანამდებობა გადაეცა მის დისწულს, სტეფანოზ III-ს (ერისმთავარი 779/780-786 წლებში).[2]

  1. Toumanoff, Cyril, "Introduction to Christian Caucasian History (The Formative Centuries, IV–VIIIth)." Tradito 15 (1959): 95.
  2. Rapp, Stephen H. (2003), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, p. 375. Peeters Bvba ISBN 90-429-1318-5.