Disambig-dark.svg სიტყვას „გურგენ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გურგენი (მრავალმნიშვნელოვანი).

გურგენ I (გ. 891) — ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, ადარნასე I-ის ძე, ერისთავთ-ერისთავი, კურაპალატი 881-891.

გურგენ I
ქართველთა კურაპალატი
მმართ. დასაწყისი: 881
მმართ. დასასრული: 831
წინამორბედი: ადარნასე I
მემკვიდრე: ადარნასე II
ტაოს ერისთავთ-ერისთავი
მმართ. დასაწყისი: 867
მმართ. დასასრული: 891
წინამორბედი: დავით I]
მემკვიდრე: ადარნასე II
შვილები: აშოტ კუხი
ადარნასე III
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ადარნასე I

ფლობფა ამიერტაოს ნაწილს და კალმახს. დაახლოებით 881-მდე გურგენ I თავის ბიძაშვილ ნასრა გვარამის ძესთან ერთად აფხაზთა მეფეებს ეხმარებოდა ქართლისათვის ბრძოლაში და უპირისპირდებოდა დავით I კურაპალატსა და ლიპარიტ I კლდეკარის ერისთავს, რომლებიც სომხებს ემხრობოდნენ. ნასრას მიერ დავით I კურაპალატის მოკვლის (881) შემდეგ, მისი მემკვიდრის ადარნასეს მცირეწლოვანების გამო სახლიკაცებმა გურგენ I დასვეს კურაპალატად.

885 გურგენ I თავის შვილებთან ერთად უკვე ადარნასე დავითის ძეს ეხმარებოდა აფხაზთა ჯარით მოსულ ნასრას წინააღმდეგ ბრძოლაში. ნასრას დამარცხებისა და მოკვლის (888) შემდეგ მისი სამფლობელოები გაინაწილეს გურგენ I-მა, მისმა ძმამ სუმბატმა და ადარნასე დავითის ძემ. გურგენ I-მა მიიღო მიწები შავშეთში და არტაანი (კლარჯეთი)და იქ გადაიტანა თავისი რეზიდენცია. შემდეგ საადგილმამულო ნიადაგზე მტრობა ჩამოვარდა, ერთი მხრივ, გურგენ I-სა და მეორე მხრივ, ადარნასე დავითის ძესა და ზემოთხსენებულ სუმბატის ძეს ბაგრატს შორის. სოფ. მგლინავთან (არტაანის ხევი) ბრძოლაში გურგენ I დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა და ჭრილობებისაგან გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად დაკრძალეს ხანძთას, მისი ნათლიის გრიგოლ ხანძთელის საფლავის მახლობლად.

ვიკიციტატა
„ნათლისმამისა ჩემისა ძვალთა მახლობელად დამდევით ფერხთა თანა მისთა და სხვათა მათ მამათა ძვალნი ჩემ ზედა დაუსვენენით.“

ლიტერატურარედაქტირება

წინამორბედი:
დავით I
ქართველთა კურაპალატი
881—891
შემდეგი:
ადარნასე II