კალმახი (ციხესიმაგრე)
კალმახის ციხე, სოლომონისის ციხე — საფორტიფიკაციო ნაგებობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში — ტაოში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, სოფელ ევბაკანის (ძველი სახელწოდება — სოლომონისი) სამხრეთით, კლდეზე შემორჩენილია წერილობითი წყაროებიდან ცნობილი ციხე. აგებულია VIII საუკუნეში. XI საუკუნემდე ტაოს ცენტრს წარმოადგენდა. XI საუკუნეში კალმახის გამგებლებს კალმახის ერისთავები ეწოდებოდათ. IX საუკუნეში გურგენ კურაპალატის რეზიდენცია იყო. კალმახის ციხეში ჩააბარეს მეფე ბაგრატ IV-ს (XI ს.) დატყვევებული კლდეკარის მეამბოხე ერისთავი ლიპარიტ და მისი ძე ივანე.
კალმახი | |
---|---|
მდებარეობა | თურქეთი |
სტატუსი | დანგრეული |
კალმახის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს:
კალმახის ციხე (კამხის კალე) არქეოლოგიურად შეუსწავლელია. კამხის კალე აგებულია მთის წვერზე. მთის მასივი ხელოვნურადაა ჩაკვეთილი მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ციხე იყო აღმართული. ჩრდილოეთ მხარეს დაახლ. 30 მ სიგრძეზე შემორჩენილია გალავნის ნაწილი, შუაში ორი წრიული კოშკით. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში განირჩევა მესამე კოშკის ფუნდამენტი. გალავანი აგებულია უხეში ფლეთილი ქვით დუღაბზე. გალავნის შიდა სივრცე შედგებოდა ორი თავდაცვითი ზონისაგან. სამხრეთის მხარე უფრო ცუდად იყო დაცული. იქ კლდე ჩამოშლილია. კარიბჭე უნდა ყოფილიყო შუამდებარე ორ კოშკს შორის. კალმახის ციხე XVII ს-ში მიატოვეს ქართველებმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 339.