ხორძენე, ხორზენე (ანტიკური წყაროები — ხოტენე და კორაძენე) — მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. მდინარე ჭოროხის ხეობაში. მოიცავს შუა საუკუნეების მხრეებს, ტაოსა და კოლას. წყაროებში პირველად მოხსენიებული აქვს სტრაბონს (ძვ. წ. I ს. — ახ. წ. I ს.), როგორც ძვ. წ. II ს. ქართლის (იბერიის) სამეფოს ტეროტორია, ანექსირებული სომხეთის სამეფოს მიერ. I–II საუკუნეებში ხორძენე კვლავ ქართლის შემადგენლობაში იყო. III–IV საუკუნეებში ხორძენეს ისევ სომხეთი დაეუფლა. ხორძენეს ერთი ნაწილი (კოლა) ქართლს საბოლოოდ V საუკუნეში შეუერთდა, დანარჩენი (ტაო) — VIII საუკუნეში.

ლიტერატურა

რედაქტირება