კოლხები — სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები ძველი ქართველი ტომების საერთო სახელი, რომლის მიხედვით ძველი ბერძნები მთელ ქვეყანას კოლხეთს, კოლხიდას უწოდებდნენ. ძვ. წ. I ათასწლეულში კოლხებმა შექმნეს კოლხას (კულხა), ხოლო VI საუკუნეში კოლხეთის სამეფო.

კოლხეთის სამეფო და იბერია ანტიკური ხანაში.

სხვადასხვა წყაროებში

რედაქტირება
 
„104. მაგრამ ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითნ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტრისის (ბერძ. Σέσωστρις) ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასევე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგვრემნები არიან და ხუჭუჭთმიანები (მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვებიც არიან ასეთები), მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის, რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები ეგვიპტელები და ეთიოპელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებენ წინადაცვეთას. ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, როგორც თვითონაც ამბობენ, ეგვიპტელთაგან ისწავლეს, ხოლო სირიელები, რომლებიც მდინარე თერმოდონტთან და პართენიოსთან ცხოვრობენ, და მაკრონები, რომლებიც მათი მეზობლები არიან, ამბობენ, რომ კოლხთაგან ისწავლეს ეს ახლახან. მხოლოდ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც წინადაცვეთას ახდენენ და ჩანს, რომ ესენიც ეგვიპტელების მსგავსად აკეთებენ ამას, ხოლო ეგვიპტელთა და ეთიოპიელთა შესახებ არ შემიძლია ვთქვა, თუ რომელმა ისწავლა ამ ორს შორის მეორისაგან. რაღაც ძალიან ძველი ჩანს ორივეგან. ხოლო იმის დიდ საბუთად, რომ ხალხმა ეს ეგვიპტელთაგან ისწავლა მათთან შერევის საფუძველზე, მეჩვენება შემდეგი: ის ფინიკიელები, რომლებიც ელადასთან ურთიერთობაში არიან, აღარ ბაძავენ ეგვიპტელებს იმ საქმეებში, რაც სარცხვინელს ეხება და შვილების წინადაცვეთას აღარ ეწევიან.

105. კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითაც ისინი ეგვიპტელების მსგავსნი არიან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის. კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი - ეგვიპტურს.

(ჰეროდოტეს „ისტორია“: წიგნი - II, ევტერპე.)
 
„37. სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთის ზღვამდე, რომელსაც უწოდებენ მეწამულს. ამათ ზემოთ ჩრდილოეთის მიმართულებით ცხოვრობენ მიდილები, მიდიელებს ზემოთ სასპეჲრები, სასპეჲრებს ზემოთ კოლხები, რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფასისი. ეს ოთხი ტომი მოსახლეობს ზღვიდან ზღვამდე. “
(ჰეროდოტეს „ისტორია“: წიგნი - IV, მელპომენე)
 
„მნასი პეტრონი, ერატოსთენის მოწაფე, ამბობს, კოლხებს ასეთი სახელი დაენათლათ კოლხისაგან, რომელიც იყო ძე ფაზისაო (ამ შემთხვევაში „ფაზის“ შეიძლება ყოფილიყო კავკასიანთა ენების მზე (ბჟა, ვაზ, ბაყ, ბეღ).

კოლხის შვილი იყო ჱელიოს (მზე).

(მ. გ. ჯანაშვილი, „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“: ბ. ღმერთ-კაცნი. ბ. კოლხი; გ. მზე. ტომი I, გვერდი: 93[1].)
 
„ეტრუსკები, ისევე, როგორც პელასგები კოლხეთიდან არიან გადმოსახლებულნი და კოლხეთმა დაუდო სათავე მედიტერანულ ცივილიზაციას, მის ფიზიკურ და სოციალურ ტიპს, მის მხატვრულ გემოვნებას. “
(ედმონ დემოლენი (ფრანგ. Edmond Demolins))
 
„ეგვიპტელთა კულტურაზე უდავოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა კოლხთა და ფინიკიელთა კულტურამ. მათ კოლხეთიდან აქვთ გადმოღებული მიწამოთმოქმედებისა და სამედიცინო ხელოვნება. ეგვიპტელებმა კოლხებისა და ფინიკიელებისგან, მოგვიანებით კი ელინებისგან გადაიღეს ღვთაებები. ძველ ეგვიპტელთა ღვთაებები თითქმის ერთიანად კოლხური წარმომავლობისაა. “
(კურტ პოლიკარპ იოაჰიმ შპრენგელი (გერმ. Kurt Polykarp Joachim Sprengel))

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 5, გვ. 595, თბ., 1980
  • Braund, David. 1994. Georgia in Antiquity: A History of Colchis and Transcaucasian Iberia 550 BC-AD 562. Clarendon Press, Oxford. ISBN 0-19-814473-3
  • Gocha R. Tsetskhladze. Pichvnari and Its Environs, 6th c BC-4th c AD. Annales Littéraires de l'Université de Franche-Comté, 659, Editeurs: M. Clavel-Lévêque, E. Geny, P. Lévêque. Paris: Presses Universitaires Franc-Comtoises, 1999. ISBN 2-913322-42-5

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“: ბ. ღმერთ-კაცნი. ბ. კოლხი; გ. მზე. ტომი I, გვერდი: 93