არტაშეს I (გ. დაახლოებით ძვ. წ. 160) — დიდი სომხეთის მეფე (ძვ. წ. 189-იდან), არტაშესიანთა დინასტიის დამაარსებელი. აუჯანყდა რომაელებთან მაგნესის ბრძოლაში (ძვ. წ. 190) დამარცხებულ სელევკიდების მეფე ანტიოქე III-ს და დიდი სომხეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისი სამეფოს ფარგლებში შედიოდა სომხეთის ზეგნის თითქმის მთელი ტერიტორია. დაიპყრო ახალი მიწები (იბერიას წაართვა პარიადრის მთიანეთი, ქორზენე და გოგარენე). ააშენა ახალი დედაქალაქი არტაშატი.

ლიტერატურა

რედაქტირება