არტაშატი (სომხ. Արտաշատ) — არარატის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, მდინარე არაქსის ნაპირზე, ერევან-ჯულფის გზატკეცილზე, რკინიგზის სადგური ერევნიდან 29 კმ. უწინ დიდი სომხეთის დედაქალაქი.

არტაშატი

არტაშატის ტერიტორიაზე დასახლება ჯერ კიდევ ურარტუს სახელმწიფომდე არსებობდა. ძვ. წ. 225-ძვ. წ. 190 წლებში სომხეთი დაიპყრეს სპარსელებმა. მას სელევკიდების მიერ დანიშნული ადგილობრივი მმართველი არტაშეს I მართავდა. ძვ. წ. 191 წელს არტაშესმა ისარგებლა სელევკიდების რომაელებთან ბრძოლაში დამარცხებით და ძვ. წ. 189 დიდი სომხეთი და სოფენა დამოუკიდებელ სამეფოებად გამოაცხადა. მან სათავე დაუდო არტაშესიანთა სამეფო დინასტიას (თვითონ თავს ერვანდუნების გამგრძელებლად თვლიდა).

ლიტერატურა

რედაქტირება