ჭანჭახი (მდინარე)

მდინარე საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭანჭახი.

ჭანჭახიმდინარე საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მყინვარ ჭანჭახზე, ზღვის დონიდან 3025 მ სიმაღლეზე. სიგრძე 21,6 კმ, აუზის ფართობი 185 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. დამახასიათებელია წყალდიდობა აპრილიდან ოქტომბრამდე და წყალმცირობა ნოემბრიდან აპრილამდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 7,77 მ³/წმ.

ჭანჭახი

ჭანჭახი სოფ. გლოლაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ონის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე)
სათავე რაჭის კავკასიონი
42°42′58″ ჩ. გ. 43°47′24″ ა. გ. / 42.716111° ჩ. გ. 43.790028° ა. გ. / 42.716111; 43.790028
სათავის სიმაღლე 3025 მ
შესართავი რიონი
42°41′47″ ჩ. გ. 43°34′57″ ა. გ. / 42.696500° ჩ. გ. 43.582528° ა. გ. / 42.696500; 43.582528
სიგრძე 21,6 კმ
აუზის ფართობი 185 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 7,77 მ³/წმ
ჭანჭახი (მდინარე) — საქართველო
ჭანჭახი (მდინარე)
ჭანჭახი (მდინარე)
ჭანჭახი (მდინარე) — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ჭანჭახი (მდინარე)
ჭანჭახი (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
ჭანჭახი ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება