შოვი

კურორტი საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში.

შოვი — კურორტი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში,[1] მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრი.

კურორტი
შოვი

შოვის ლანდშაფტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°42′07″ ჩ. გ. 43°40′21″ ა. გ. / 42.70194° ჩ. გ. 43.67250° ა. გ. / 42.70194; 43.67250
ცენტრის სიმაღლე 1520
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შოვი — საქართველო
შოვი
შოვი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
შოვი
შოვი — ონის მუნიციპალიტეტი
შოვი

შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6 °C) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16 °C). სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები, ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება — ივნის-ოქტომბერში.

შოვის ტრაგედია

რედაქტირება
 
დავით ჯელაძეს დამეწყრილი ზონიდან გამოყავს დისშვილი - ტრაგედიის შემდეგ „მთის ამბების“ მიერ გადაღებული ერთ-ერთი პირველი ფოტოსურათი.

2023 წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა გლაციალური ღვარცოფი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (აქედან ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შოვი&oldid=4741296“-დან