ლუხუნი
ლუხუნი — მდინარე ამბროლაურის რაიონში, რიონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე. სიგრძე 39 კმ, აუზის ფართობი 239 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 12,1 მ3/წმ. სოფ. ურავთან მდინარეზე აგებულია ჰესი. ქვემო დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურავებლად.
ლუხუნი | |
---|---|
მდინარე ლუხუნის ხედი მინდა ციხიდან | |
სათავე | ლეჩხუმის ქედი |
სიგრძე | 39 კმ |
აუზის ფართობი | 239 კმ² |
ციტატარედაქტირება
„ბარულას-წყლის შესართავს ზეითმოერთვის რიონს ჩრდილოდამ მდინარე ლუხუნი, გამომდინარე კავკასისა, რაჭა-სვანეთს შორისისა, და მოდის სამხრეთად“
| |
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 319.
სქოლიორედაქტირება
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 159 — თბილისი, 1941