ლეჩხუმის მაზრა
ლეჩხუმის მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში, ქუთაისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. შეიქმნა 1867 წელს. ადმინისტრაციული ცენტრი — სოფ. ცაგერი. შედგებოდა 3 უბნისაგან: ალპანის, სვანეთის და ცაგერისა. ფართობი 4636 კმ². მოსახლეობა 50080 კაცი. შემადგენლობა ქართველები. ლეჩხუმის მაზრა მოიცავდა ახლანდელ ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. გაუქმდა 1930 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცინცაძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 208.