ლეთა
უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
ლეთა — უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედზე, მდინარეების ჯეჯორისა (რიონის მარცხენა შენაკადი) და ფაწის (დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3001 მ. მიდამო შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. აკავშირებს სოფლებს ყემულთასა და ლეთას.
ლეთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′08″ ჩ. გ. 43°52′37″ ა. გ. / 42.51889° ჩ. გ. 43.87694° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3001 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
აკავშირებს | ყემულთასა და ლეთას |
ფლორა | სუბალპური და ალპური მდელოები |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 161.