ყემულთა

სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში

ყემულთა[3][4]სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ქეშელთისა და ფაწის (დიდი ლიახვის აუზი) შესართავთან, ცხინვალი–ონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1600 მეტრი, ჯავიდან 12 კილომეტრი.

სოფელი
ყემულთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ჯავის მუნიციპალიტეტი
თემი ყემულთა
კოორდინატები 42°26′14″ ჩ. გ. 43°49′40″ ა. გ. / 42.43722° ჩ. გ. 43.82778° ა. გ. / 42.43722; 43.82778
ცენტრის სიმაღლე 1600
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 347[1]
საფოსტო ინდექსი 7300[2]
ყემულთა — საქართველო
ყემულთა
ყემულთა — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ყემულთა
ყემულთა — ჯავის რაიონი
ყემულთა

ისტორია რედაქტირება

1921 წელს ყემულთის თემის 20 სოფელი მიეკუთვნა სამხრეთ ოსეთის რევკომს. 1922-90 წლებში შედიოდა ჯავის რაიონის შემადგენლობაში და იყო სასოფლო საბჭოს ცენტრი (სოფლები: აბანო, თლია, ნაზიგინა, სარიტათა, სოხთა, ქვემო მაჩხარა, ქოთანთო, ყემულთა, შიბოითა, ხიხათა). ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება